ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.12.2014 ძალადაკარგული 29.01.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№39
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.118.016143
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №39

2014 წლის 5 დეკემბერი

ქ. ონი

 

 

ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძო დაცვისა და სამაშველო  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №27 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე



დანართი
ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა სამაშველო სამსახურის დებულება
მუხლი 1. გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური
1. გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვ­რებ­ში სახანძრო უსაფრთხოების, ხანძრების, ავარი­ების, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვი­დაციას, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტი­ტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმარ­თვე­ლობის კოდექსი“, „სახანძრო უსაფრთხოე­ბის შესახებ“ საქართველოს კანონის,   „საგანგებო სიტუაციებზე  რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილების და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის იურიდიული მისამართია ქ.ონი, ვაჟა-ფშაველას ქ.№25.

მუხლი 2. სამსახურის ძირითადი ამოცანები
სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება და განხორციელება;
ბ) ხანძრების დროს ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების გადარჩენა;
გ) ხანძრების ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება და განხორციელება.

მუხლი 3. სამსახურის  ფუნქციები
სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედ­ველობის განხორციელება - საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, სამედიცინო დაწესებულებებში, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე.
ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების სფეროში თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონის „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ მე-11 მუხლით განსაზღვ­რული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;
გ) ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეუ­ლების საზღვრებში;
დ) საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრე­ბის, ავარიების, კატასტრო­ფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში დადაგეგმილ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებში მონაწილეობა;
ე) სამსახურის ბალანსზე რიცხული (მიმაგრე­ბული) სახანძრო-სამაშველო ტექნიკის და ტექნიკური შეიარა­ღების სწორი ექსპლუატაციის ორგანიზება;
ვ) სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებთან ურთიერთ­ქმედების ორგანიზება;
ზ) საგანგებო სიტუაციების თაობაზე შემოსულ შეტყობინებებზე პირველადი რეაგირება;
თ) დისლოკაციის ადგილზე სახანძრო-სამაშველო დანაყოფის 24-საათიანი მორიგეობის და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნ­ველ­ყოფა;
ი) ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუა­ცი­ების შედეგების ლიკვიდა­ციაში პირადი შემადგენლობის ჩაბმაში ღონისძიებების შემუშავება, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის საზღვრებში ხანძარზე გასვლის განრიგისა და ჩაბმის გეგმის შემუშავება-დამტკიცება, საქართველოს შს მინისტრის 2010 წლის 6 ივნისის №571 ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად;
კ) ხანძრებისა და მათი შედეგების, აგრეთვე საავარიო-სამაშველო სამუშაოების აღრიცხვა.

მუხლი 4. სამსახურის უფროსი
1. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამაშველო სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ინიშნება და თავისუფლდება დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის;
გ) ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს;
დ) აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურე­ბრივი მოვალეობების შესრულებას, მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპ­ლინური პასუხისმგებლობის დაკისრები თაობაზე;
ე) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის საქმიანობის სფეროსათვის და კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში;
ვ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას;
ზ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების და ორგანიზაციის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
თ) მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, ზრუნავს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ახორციელებს მათ მატერიალურ სტიმულირებას დადგენილი წესით;
ი) მუნიციპალიტეტის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყო­ბილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახუ­რის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახანძრო უსაფრთხოები სღონისძიებები სშემუშავებისათვის წინადადებების მომზადებას და გამგეობაში წარდგენას მათ სარეალიზაციოდ;
ლ) აანალიზებს ხანძრებზე და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას სამსახურის მუშაობას, გეგმავს ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის პროფესიული მომზადების, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების გასაუმჯობესებლად;
მ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვაუფლება მოსილებას;
ნ) უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს, გამგებლის დავალებით, ახორციელებს სამსახურის უფროსი სპეციალისტი.

მუხლი 5. სამსახურის სტრუქტურა და თანამდებობები
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოსამსახურეებისაგან.
2. დებულების შესაბამისად დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) სამსახურის უფროსი – უფროსი საჯარო თანამდებობა;
ბ) უფროსი სპეციალისტი –  უმცროსი საჯარო თანამდებობა;
გ) სპეციალისტი – რაზმის უფროსი;
დ) სპეციალისტი – მეხანძრე;
ე) სპეციალისტი –   მძღოლი .
3. სამსახურის უფროსისა და მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და ამ დებულებით.
4. სამსახურის პირადი შემადგენლობის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებ­ლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

მუხლი 6. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
წინამდებარე დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.