რესტრუქტურიზებული ვალდებულებების ერთიანი რეესტრის წარმოების წესისა და რეესტრის ფორმის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 24.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №382
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016693
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,007 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ფინანსთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების რეესტრის წარმოების წესისა და რეესტრის ფორმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 18.06.2015 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სტრუქტურული ერთეულების საქმისწარმოების ინსტრუქციისა და უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 30.11.2017 რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებისა და ფლობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 89% 18.09.2018 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების ტიპობრივი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 20.08.2018 ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 28.10.2022

დოკუმენტის ტექსტი

რესტრუქტურიზებული ვალდებულებების ერთიანი რეესტრის წარმოების წესისა და რეესტრის ფორმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №382 2014 წლის 24 დეკემბერი ქ. თბილისი რესტრუქტურიზებული ვალდებულებების ერთიანი რეესტრის წარმოების წესისა და რეესტრის ფორმის დამტკიცების თაობაზე „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს  კანონის 8​1 მუხლის  მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს:     1.  რესტრუქტურიზებული  ვალდებულებების ერთიანი რეესტრის წარმოების წესი.      2.  რესტრუქტურიზებული  ვალდებულებების ერთიანი რეესტრის  ფორმა (დანართი N1). მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური რესტრუქტურიზებული  ვალდებულებების ერთიანი რეესტრის წარმოების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი ადგენს რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების (შემდგომში - რესტრუქტურიზებული ვალდებულებები) ერთიანი რეესტრის (შემდგომში - რეესტრი) წარმოების წესს და პირობებს. 2. რეესტრი წარმოადგენს  რესტრუქტურიზებული  ვალდებულებების შესახებ მონაცემთა სისტემურ ერთობლიობას. 3. რეესტრის წარმოების მიზანია რესტრუქტურიზებული ვალდებულებების თაობაზე ინფორმაციის თავმოყრა, მისი სისტემატიზაცია, მონაცემთა სრული და ერთიანი ბაზის შექმნა, სტატისტიკური ანალიზის, რესტრუქტურიზებული ვალდებულებების მართვის და მონიტორინგის განხორციელების უზრუნველსაყოფად. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში და დანართში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საიდენტიფიკაციო მონაცემები - ფიზიკური პირის შემთხვევაში - სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია, ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი; ბ) ამონაწერი რეესტრიდან - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება რეესტრში ჩანაწერის არსებობა, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების  და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ფაქტი და დავალიანების დაფარვის მდგომარეობა; გ) შესრულებულად ჩათვლილი ვალდებულებები - უიმედო სესხად აღიარებული და ჩამოწერილი, ნაწილობრივ ან სრულად პატიებული, დაზუსტების შედეგად შემცირებული, მესამე პირზე გადაკისრებული, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობილი ვალდებულება, ასევე ვალდებულება, რომელიც განმეორებითი რესტრუქტურიზაციის შედეგად აისახა ახალ რესტრუქტურიზებულ თანხაში. მუხლი 3🔗. რეესტრი 1. რეესტრი იწარმოება ელექტრონული ფორმით. 2. რეესტრის წარმოებაზე უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს ელექტრონული ფორმით წარმოებული რეესტრის ამობეჭდვას  ქაღალდზე და მისი თითოეული გვერდის დამოწმებას ხელმოწერითა და ბეჭდით. რეესტრის ელქტრონულ და ქაღალდეზე ამობეჭდილ ჩანაწერებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ქაღალდზე ამობეჭდილ მონაცემებს. 3. რეესტრი შედგება ხუთი განყოფილებისაგან: ა) პირველი განყოფილება - სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მყოფი საწარმოების  განყოფილება; ბ) მეორე განყოფილება - სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმიდან გამოსული, ვალდებულებების მქონე საწარმოების განყოფილება;   გ) მესამე განყოფილება - სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმიდან გამოსული, ვალდებულებების არმქონე (დახურული) საწარმოების  განყოფილება;  დ) მეოთხე განყოფილება - საგადასახადო დავალიანების რესტრუქტური-ზაციის რეჟიმში მყოფი საწარმოების  განყოფილება; ე) მეხუთე განყოფილება - საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმიდან გამოსული საწარმოების  განყოფილება. 4. რეესტრი იწარმოება თვეში ერთხელ, თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით. მუხლი 4🔗. რეესტრის წარმოება 1. რეესტრს აწარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური,  რეესტრის წარმოებასა და შენახვაზე უშუალოდ პასუხისმგებელი პირის მეშვეობით. 2. რეესტრის წარმოებასა და შენახვაზე უშუალოდ პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, რეესტრში განახორციელოს დროის გარკვეული მონაკვეთის მდგომარეობით ამ წესით განსაზღვრული ინფორმაციის შეტანა, აგრეთვე აღნიშნული ინფორმაციის შეცვლისას - შესაბამისი ცვლილებების განხორციელება ან/და  მონაცემების რეესტრიდან ამოღება. 3. რეესტრის წარმოებასა და შენახვაზე უშუალოდ პასუხისმგებელმა პირმა  უნდა უზრუნველყოს: ა) რეესტრის წარმოება ამ წესის, მოქმედი კანონმდებლობისა და გაფორმებული რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებების პირობების სრული დაცვით; ბ) რეესტრის განახლება ყოველი თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო თვის დასაწყისისა; გ) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, რეესტრში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა; დ) რეესტრში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტებისათვის. 4. რეესტრში ასახვისას რესტრუქტურიზებულ ვალდებულებას ენიჭება რიგითი  და  სარეგისტრაციო ნომერი. 5. რიგითი ნომრის მინიჭება ხდება არაბული ციფრებით, უწყვეტი ნუმერაციის პრინციპით და ასახავს რეესტრში შეტანილი რესტრუქტურიზებული ვალდებულებების რაოდენობას და შეიძლება შეიცვალოს რეესტრში ახალი რესტრუქტურიზებული ვალდებულების შეტანის ან ჩანაწერის რეესტრის ერთი განყოფილებიდან სხვა განყოფილებაში გადატანის გამო. 6. რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანების სარეგისტრაციო ნომერი უცვლელად იმეორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების ერთიან რეესტრში სესხისათვის მინიჭებულ ნომერს, რომელსაც დეფისის შემდეგ ემატება რეესტრის შესაბამისი განყოფილების ნომერი. 7. რესტრუქტურიზებული საგადასახადო დავალიანების სარეგისტრაციო ნომერი უცვლელია და შედგება არაბული ციფრებით უწყვეტი ნომერაციის პრინციპით მინიჭებული ნომრის, მისგან დეფისით გამოყოფილი რესტრუქტურიზაციის თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწვეტილების (სამართლებრივი აქტის) ნომრის, მისგან წერტილებით გამოყოფილი ამავე სამართლებრივი აქტის  მიღების თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) და მისგან დეფისით გამოყოფილი რეესტრის შესაბამისი განყოფილების ნომრისაგან. მუხლი 5🔗. რეესტრის ერთი განყოფილებიდან ჩანაწერის ამოღების და სხვა განყოფილებაში გადატანა რეესტრის ერთი განყოფილებიდან ჩანაწერის ამოღება ხორციელდება რეესტრის სათანადო განყოფილებაში ახალი ჩანაწერის განხორციელების გზით. ამასთან, რეესტრის არსებული განყოფილებიდან  ჩანაწერის ამოღება ხდება  მისი გადატანის თვის მომდევნო თვიდან. მუხლი 6🔗. რეესტრში ჩანაწერის შეტანის ვადა რეესტრში ჩანაწერის შეტანა ხორციელდება ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის განხორციელების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. მუხლი 7🔗. რეესტრის წარმოებისას დაშვებული შეცდომის გასწორება ან/და ჩანაწერში ცვლილების შეტანა 1. რეესტრის წარმოებისას დაშვებული შეცდომის ან რეესტრის მონაცემებში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, მის გასწორება უზრუნველყოფს რეესტრის წარმოებაზე და შენახვზე უშუალოდ პასუხისმგებელი პირი. 2. რეესტრის ჩანაწერებში აშკარა მექანიკური შეცდომის გასწორებას ახორციელებს რეესტრის წარმოებაზე და შენახვაზე უშუალოდ პასუხისმგებელი პირი საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული მხარის მიმართვის საფუძველზე. სხვა სახის უზუსტობის შეცვლა ხორციელდება ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. შეცდომის/უზუსტობის გასწორება ხდება რეესტრის შესაბამისი განყოფილების იმავე გრაფაში,  შეცდომის/უზუსტობის გასწორების საფუძვლის და თარიღის  მითითებით. 3. რეესტრის შესწორებული მონაცემები ამოიბეჭდება ქაღალდზე და მოწმდება რეესტრის წარმოებაზე და შენახვაზე უშუალოდ პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და ბეჭდით. 4. აშკარა მექანიკურ შეცდომად ჩაითვლება რეესტრში ჩანაწერის განხორციელებისას დაშვებული ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ხარვეზები, რომელთა მექანიკური ხასიათი თვალნათლივ დასტურდება ამავე ჩანაწერის სხვა ნაწილებიდან და რომელთა გასწორებაც არ იწვევს ჩანაწერის შინაარსის არსებით ცვლილებას. 5. რეესტრიდან ამონაწერის გაცემისას ამონაწერი შესაძლებელია გაიცეს გასწორებული სახით დედანში შეტანილ ცვლილებებზე მითითებების გარეშე. მუხლი 8🔗. პასუხისმგებლობა რეესტრში შეტანილი ინფორმაციის სისწორეზე რეესტრში შესატანი ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ინფორმაციის წარმომდგენს, ხოლო წარმოდგენილი ინფორმაციის რეესტრში დროულად და სრულად შეტანაზე პასუხისმგებელია  რეესტრის მწარმოებელი. მუხლი 9🔗. რეესტრში არსებული ინფორმაციის გაცნობის უფლება 1. რეესტრში არსებული ინფორმაციის გაცნობის უფლება აქვთ შემდეგ პირებს: ა) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების მხარეებს; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს; გ) საგადასახადო ორგანოებს; დ) სამართალდამცავ ორგანოებს, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) სხვა პირებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ გაეცნონ რეესტრში არსებულ სათანადო ჩანაწერს და მიიღონ რეესტრიდან ამონაწერი, რეესტრში ყველა ცვლილებისა და რესტრუქტურიზებული ვალდებულებების  შესრულების შესახებ. 3. რეესტრის მწარმოებელი ვალდებულია, ინფორმაციის მომთხოვნ პირს გააცნოს რეესტრში არსებული ინფორმაცია იმ ფარგლებში, რომელიც მითითებულია შესაბამის მოთხოვნაში და რომელიც ეხება კონკრეტულ ჩანაწერს და მასში შეტანილ ცვლილებებს. მუხლი 10🔗. ამონაწერი რეესტრიდან 1. რეესტრიდან ამონაწერი გაიცემა მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. 2. რეესტრიდან ამონაწერი, მოთხოვნის შესაბამისად, შეიძლება იყოს სრული ან შეიცავდეს მხოლოდ რესტრუქტურიზებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით რეესტრში ასახული  ინფორმაციის  ნაწილს. 3. რეესტრიდან ამონაწერში მიეთითება ამონაწერის გაცემის თარიღი. მუხლი 11🔗. რეესტრის შენახვა 1. რეესტრის შენახვას უზრუნველყოფს რეესტრის წარმოებაზე და შენახვაზე უშაოლოდ პასუხისმგებელი პირი. 2. ქაღალდზე ამობეჭდილი რეესტრის შენახვის პერიოდულობა განისაზღვრება საარქივო საქმეთა ნაერთი ნომენკლატურის შესაბამისად. მუხლი 12🔗. გარდამავალი დებულებები ამ  წესის ამოქმედებამდე რესტრუქტურიზებული მოქმედი ვალდებულებები რეესტრში შეიტანება ამ წესის შესაბამისად.