სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანება N02-1707/ო-სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-1 70 7/ო
2014 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” (დანართი№1) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების შესაბამისად , ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გაიცეს შპს ,,არქიმედეს კლინიკაზე ” „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ (მისამართი: სიღნაღის რაიონი, ქ. წნორი, ბაგრატიონის ქუჩა №12).
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი:
შპს ,,არქიმედეს კლინიკის“ დირექტორის ნ. აკობიძის განცხადება №107382, 28.10.2014წ.;
ადგილზე შემოწმების აქტი №113, 03.12.2014წ.;
ზეპირი მოსმენის ოქმი №14, 04.12.2014წ.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის
შემსრულებელიგოდერძი იმნაიშვილი