აღმოსავლეთ საქართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა-2014 წლის ანგარიში

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ

 

საანგარიშო პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა საქმიანობას ახორციელებდა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა თანახმად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე:

ა) 2014 წლის საანგარიშო პერიოდში წარმომადგენლობაში  საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 214 (ორას თოთხმეტი) წერილი, საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნით - 0;

ბ) დადებითი პასუხით დაკმაყოფილდა 213 (ორას ცამეტი) წერილი, ხოლო უარყოფითი პასუხით 1 (ერთი) ფიზიკური პირის განცხადება, რადგანაც მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავდა სხვა ფიზიკური პირის პერსონალურ მონაცემს და არ არსებობდა თვით ამ პირის თანხმობა ან სასამართლო გადაწყვეტილება, აღნიშნული მონაცემის გაცემის თაობაზე; 

 გ) წარმომადგენლობას გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს წარმომადგენლობის მოხელეთა პერსონალურ მონაცემებს, ასავე ბაზა, რომელიც შეიცავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ პერსონალურ მონაცემებს, აღნიშნულ ბაზებზე წვდომა გააჩნიათ წარმომადგენლობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

            დ)  საანგარიშო პერიოდში წარმომადგენლობის თანამშრომლებს არ დაურღვევიათ  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, შესაბამისად არ მომხდარა დისციპლინური სახდელის დადება;

            ე) წარმომადგენლობამ  საჯარო ინფორმაცია გასცა უსასყიდლოდ.

            ვ) გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურე - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აპარატის უფროსის მოადგილე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი - ლევან ბარათელი.

 

ხელმძღვანელი                                                                                         დემურ  კეკელია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აღმოსავლეთ საქართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა-2014 წლის ანგარიში“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „აღმოსავლეთ საქართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა-2014 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.12.2014.
როდის იქნა მიღებული „აღმოსავლეთ საქართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა-2014 წლის ანგარიში“?
„აღმოსავლეთ საქართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა-2014 წლის ანგარიში“ მიღებულია 05.12.2014. მიმღები ორგანო — აღმოს. საქ-ში აფხაზ-ის ავტ. რესპ. მთავრობის წარმომადგენლობა. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „აღმოსავლეთ საქართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა-2014 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.12.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „აღმოსავლეთ საქართველოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა-2014 წლის ანგარიში“, №0, 05.12.2014 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2606245/