აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01/1476
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ

საანგარიშო პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა საქმიანობას ახორციელებდა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა თანახმად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე:

ა) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში წარმომადგენლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 16 (თექვსმეტი) წერილი, საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნით - 0;

ბ) დადებითი პასუხით დაკმაყოფილდა 16 (თექვსმეტი) წერილი, ხოლო უარყოფითი პასუხით 0;

გ) წარმომადგენლობას გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს წარმომადგენლობის მოხელეთა პერსონალურ მონაცემებს, ბაზა, რომელიც შეიცავს კონკურსანტთა პერსონალურ მონაცემებს, ბაზა რომეიც შეიცავს სტაჯიორთა პერსონალურ მონაცემებს და ბაზა რომელიც შეიცავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ პერსონალურ მონაცემებს, აღნიშნულ ბაზებზე წვდომა გააჩნიათ წარმომადგენლობის შესაბამისს სტრუქტურულ ერთეულებს (ხელმძღვანელებს);

დ) საანგარიშო პერიოდში წარმომადგენლობის თანამშრომლებს არ დაურღვევიათ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, შესაბამისად არ მომხდარა დისციპლინური სახდელის დადება;

ე) წარმომადგენლობამ საჯარო ინფორმაცია გასცა უსასყიდლოდ.

ვ) გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურე – აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აპარატის უფროსის მოადგილე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი – ლევან ბარათელი.

წარმომადგენლობის ხელმძღვანელი                               დემურ კეკელია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.12.2016.
როდის იქნა მიღებული „აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ“?
„აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ“ მიღებულია 09.12.2016. მიმღები ორგანო — აღმოს. საქ-ში აფხაზ-ის ავტ. რესპ. მთავრობის წარმომადგენლობა. დოკუმენტის ნომერი — №01/1476.
სად არის „აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ“, №01/1476, 09.12.2016 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3455396/