ინფორმაციის თავისუფლების შესახებ სსიპ “იუსტიციის სახლის” წლიური ანგარიში (2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

 

 

 

ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

სსიპ “იუსტიციის სახლის” წლიური ანგარიში

(2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე)  

 

 

ა) საანგარიშო პერიოდის განმალობში, სსიპ „იუსტიციის სახლში“ სულ შემოვიდა 21 განცხადება, რომლებიც, განმცხადებელთა მითითებით ან უფლებამოსილი თანამდებობის პირის შეფასებით, შეიცავდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნას. აღნიშნული განცხადებებიდან 7 შემოტანილ იქნა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, 13 განაცხადი ფიზიკური პირების მიერ, ხოლო 1 განაცხადი  საჯარო დაწესებულების მიერ. „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს  №219 დადგენილების შესაბამისად, სსიპ „იუსტიციის სახლში“ უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვა საქართველოს იუსტიიის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - MY.GOV.GE - მეშვეობით. აღნიშნული სერვისის საშუალებით სსიპ „იუსტიციის სახლში“  საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე სულ შემოვიდა 4  მოთხოვნა.

რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე მსგავსი მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

 

ბ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ „იუსტიციის სახლში“ შემოსული განცხადებებიდან,

1.   საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად, გაიცა 11 შემთხვევაში;

2.   მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ 3 შემთხვევაში;

3.   განხილვის პროცესშია 2 განცხადება;

4.   4 განცხადებაში აღნიშნული საკითხები ეხებოდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების სფეროს და, შესაბამისად, განცხადებები გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.

5.    საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ  გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 1 შემთხვევაში.

 

ამასთან, წარმოგიდგენთ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღები პირების შესახებ ინფორმაციას:

1.   ერთი განცხადება განიხილა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის დირექტორმა - ანა გოცირიძემ;

2.   ერთი განცხადება განიხილა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა - ნატალია გაბინაშვილმა;

3.   ორი განცხადება განიხილა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გადაგზავნის თაობაზე ერთი განცხადების შემთხვევაში, ხოლო საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე ერთი განცხადების შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღო ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა - მარინე კუჭუხიძემ;

4.   სამი განცხადება განიხილა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე 2 განცხადების შემთხვევაში, ხოლო ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე ერთი განცხადების შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღო იურიდიული სამსახურის უფროსმა - ქეთევან კობახიძემ;

5.   სამი განცხადება განიხილა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გადაგზავნის თაობაზე ერთი განცხადების შემთხვევაში, ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე ერთი განცხადების შემთხვევაში და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ერთი განცხადების შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღო აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა - მარინე კუჭუხიძემ;

6.     ცხრა განცხადება განიხილა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე ექვსი განცხადების შემთხვევაში, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გადაგზავნის თაობაზე ორი განცხადების შემთხვევაში, ხოლო ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე ერთი განცხადების შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღო აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა - ირაკლი ლომიძემ.

 

გ) სსიპ „იუსტიციის სახლის“სტრუქტურული ერთეულები მათთვის დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდნენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. იუსტიციის სახლში დაცულია პერსონალური მონაცემები,როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემაში (დეს) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც თავის მხრივ გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.

 

2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ  „იუსტიციის სახლი“მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.

 

დ) სსიპ „იუსტიციის სახლის“ თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი.

 

ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სსიპ „იუსტიციის სახლი“ ეყრდნობოდა „საქართველოს კონსტიტუციასა“ და  „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს“, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 22 აგვისტოს №148 ბრძანებით დამტკიცებულ დებულების მოთხოვნებს.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ  განცხადებაში მოთხოვნილი ინფორმაცია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, შეიცავდა სხვა პირთა პერსონალურ მონაცემებს და სახეზე არ იყო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცემის არცერთი საფუძველი.

ვ)  საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ განხორციელებულა.

 

აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                        ი. ლომიძე