ინფორმაციის თავისუფლების შესახებ სსიპ „სმართ ლოჯიქის“ წლიური ანგარიში (2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ „სმართ ლოჯიქის“ წლიური ანგარიში
(2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე)
ა) სსიპ „სმართ ლოჯიქში“ 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 4 განცხადება. ამათგან 3 განცხადება შემოვიდა არასამთავრობო ორგანიზაციების და 1 განცხადება ფიზიკური პირის მხრიდან.
რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე მსგავსი მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
ბ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ „სმართ ლოჯიქში“ შემოსული განცხადებებიდან,
1. საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად გაიცა 3 შემთხვევაში;
2. 1 განცხადება განხილვის პროცესშია;
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ შემოსული განცხადებები განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო სსიპ „სმართ ლოჯიქის“ იურისტმა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა - რობერტ მაღლაკელიძემ.
გ) სსიპ „სმართ ლოჯიქი“ დებულებით დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას, რომელიც დაცულია როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. სსიპ „სმართ ლოჯიქის“ დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (დეს) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.
2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ „სმართ ლოჯიქის“ მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.
დ) სსიპ „სმართ ლოჯიქის“ თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი.
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება საანგარიშო პერიოდში არ მიღებულა.
ვ) 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ „სმართ ლოჯიქში“ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული წერილებიდან ყველა განხილული განცხადება დაკმაყოფილდა. შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე ადმინისტრაციული საჩივარი არ არის დაფიქსირებული.
ზ) საანგარიშო პერიოდში, სსიპ „სმართ ლოჯიქის“ მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონდა სსიპ „სმართ ლოჯიქისათვის“ მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.
სსიპ სმართ ლოჯიქის დირექტორის
მოვალეობის შემსრულებელი თ. თიკანაშვილი