პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

 

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშიინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, დოკუმენტში ასახულია ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარტის მიერ 2014 წლის 01 იანვრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის, ასევე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ:

 

ა. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა დაკმაყოფილების/გაცემაზე უარის თქმის შესახებ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ შემოსულ კორესპონდენციას განიხილავს და ინფორმაციის მიწოდებ ას უზრუნველყოფ ს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც -foi@pdp.ge[1] .

2014 წლის 01იანვრიდან 10დეკემბრის მდგომარეობით აპარატში შემოვიდა 9 მოთხ ოვნა ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით.დასახელებულ შემთხვევებში სრულადდა დაუყოვნებლივ გაიცა მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაციის ასლები.ამდენად, მითითებულ პერიოდში არ ფიქსირდება საჯარო ინფორმაციისმოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევა.

ბ. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ

2014 წლის პირველი იანვრიდან 10დეკემბრ ამდე პერიოდში აპარტში არ შემოსულა მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ.

 

გ. ინფორმაციის დამუშავებასთან/გაცემასთან და გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები

ინფორმაციის დამუშავებისა დაგაცემის ხარჯმა შეადგინა 0 ლარი. ამას გარდა, რამდენადაც საჯარო ინფორმაციის თაობაზე მიღებული ყველა მოთხოვნა სრულად იქნა დაკმაყოფილებული, არ წარმოშობილა გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯი.

 

დ. პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დამუშავების საფუძვლებისა და პრინციპების შესაბამისად,ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების/ნებართვების განხილვისა და კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს მათი მიღებისა და შეგროვების გზით, მათ გადაცემას მესამე პირებისათვისკი არ ახდენს.

 

აღსანიშნავია, რომ ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიცავს განმცხადებელთა და მესამე პირთა პერსონალურ მონაცემებს, მესამე პირებს გადაეცემათ იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით.

 

ე. საჯარო მონაცემთა ბაზების შესახებ

აპარატს არ აქვს საჯარო მონაცემთა ბაზა.

 

ვ. დისციპლინური სახდელის დადების შესახებ

არ ყოფილა გამოვლენილი აპარატის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევა, ამდენად არ არსებობდა დისციპლინური სახდელის დადების საჭიროება.

 

 

 

თამარ ქალდანი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი

 



[1] www.pdp.ge