ანგარიში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№831-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ანგარიში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის

გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესახებ

 

 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს 2015 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე ხელმძღვანელობს რა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნებით. დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი – ქ.ბათუმის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი. დამტკიცებულია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხის-მგებელი პირის სამსახურებრივი ინსტრუქცია. თვალსაჩინო ადგილას სპეციალურ საინფორმაციო დაფაზე გამოკრულია პასუხისმგებელი პირის ვინაობა და საკონტაქტო ტელეფონები, სამსახურებრივი ინსტრუქცია და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლების შესახებ“ სამართლებრივი აქტის ქსეროასლი.

2015 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელზე შემოსულია 86 წერილი საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დაცვით:

- გაცემულია ინფორმაციების ქსეროასლები, რომელთა რაოდენობა შეადგენს A4ფორმატის ქაღალდის 227 გვერდს და შესაბამისად გადახდილია მოსაკრებელი თანხა               11 ლარი და 35 თეთრი.

- გაცემულია ინფორმაციების ელექტრონული ვერსიები  დაინტერესებულ  პირთა მიერ  წარმოდგენილ2 ელექტრონულ ფოსტებზე.

- პერიოდულად ხდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტების განთავსება საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.batumicc.ge. 

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის და გასაჩივ-რების არც ერთ ფაქტს არ ჰქონია ადგილი.

 

საკრებულოს აპარატის უფროსი                                                                პ. მგელაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ანგარიში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესახებ“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „ანგარიში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.12.2015.
როდის იქნა მიღებული „ანგარიში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესახებ“?
„ანგარიში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესახებ“ მიღებულია 09.12.2015. მიმღები ორგანო — ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო. დოკუმენტის ნომერი — №831-12.
სად არის „ანგარიში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „ანგარიში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესახებ“, №831-12, 09.12.2015 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3083445/