ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ა ნ გ ა რ ი შ ი

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესახებ 2016  წლის 09 დეკემბრის მდგომარეობით

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს 2016 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე ხელმძღვანელობს რა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნებით, გარკვეულ მუშაობას ატარებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი – ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი. დამტკიცებულია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სამსახურებრივი ინსტრუქცია. ს აინფორმაციო დაფაზე განთავსებულია პასუხისმგებელი პირის ვინაობა და საკონტაქტო ტელეფონები, სამსახურებრივი ინსტრუქცია და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი.

2016 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელზე შემოსულია 36 მომართვა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დაცვით:

- გაცემულია ინფორმაციების ელექტრონული ვერსიები დაინტერესებულ პირთა მიერ წარმოდგენილ2 ელექტრონულ ფოსტებზე. საჯარო ინფორმაციების ქსეროასლების (ქაღალდური ვერსიის) გაცემაზე მოთხოვნა არ შემოსულა.

- პერიოდულად ხდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტების განთავსება საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.batumicc.ge.

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის და გასაჩივრების არც ერთ ფაქტს არ ჰქონია ადგილი.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.12.2016.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში“?
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში“ მიღებულია 09.12.2016. მიმღები ორგანო — ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში“, №0, 09.12.2016 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3535816/