სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის ანგარიში
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის ანგარიშს, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, 2014 წლის 9 დეკემბრამდე, სულ შემოსულია 709 განცხადება:
1. საჯარო ინფორმაცია, განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად, გაიცა 709 შემთხვევაში;
2. ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 35-ე მუხლის შესაბამისად, სააგენტო აწარმოებს შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტს, რომელშიც ფიქსირდება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის, დაკმაყოფილებისა და უარის თქმის შემთხვევები, შესაბამისი თარიღების მითითებით;
3. ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილების შესაბამისად, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას შესაბამის ელექტრონულ რესურსზე www.rama.moh.gov.ge;
4. საჯარო მოსამსახურეთა მიერ ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მოთხოვნების დარღვევის და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დაკისრების შემთხვევა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში 2014 წლის განმავლობაში არ გამოვლენილა;
5. საჯარო ინფორმაციის დამუშავების, გაცემის, ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, ამ საკითხთან მიმართებაში სააგენტოს თანხის გადახდა არ დაკისრებია.
სააგენტოს უფროსი გ. თვალავაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.12.2014.
- როდის იქნა მიღებული „სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის ანგარიში“?
- „სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის ანგარიში“ მიღებულია 09.12.2014. მიმღები ორგანო — სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №02/98367.
- სად არის „სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2014 წლის ანგარიში“, №02/98367, 09.12.2014 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2609524/