სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ინფორმაცია

სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 201 6 წლის ანგარიშის შესახებ

 

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ , საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 201 6 წლის ანგარიშს , საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის თაობაზე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, 201 6 წლის 7 დეკემბრამდე, სულ შემოსულია 992 განცხადება:

1. საჯარო ინფორმაცია, განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად, გაიცა 992 შემთხვევაში;

2. ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 35-ე მუხლის შესაბამისად, სააგენტო აწარმოებს შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტს, რომელშიც ფიქსირდება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის, დაკმაყოფილებისა და უარის თქმის შემთხვევები, შესაბამისი თარიღების მითითებით;

3. ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას შესაბამის ელექტრონულ რესურსზე  www.rama.moh.gov.ge;

4. საჯარო მოსამსახურეთა მიერ ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მოთხოვნების დარღვევის და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დაკისრების შემთხვევა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში 201 6 წლის განმავლობაში არ გამოვლენილა;

5. საჯარო ინფორმაციის დამუშავების, გაცემის, ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, ამ საკითხთან მიმართებაში სააგენტოს თანხის გადახდა არ დაკისრებია.

 

სააგენტოს უფროსი     გია თვალავაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის თაობაზე“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.12.2016.
როდის იქნა მიღებული „სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის თაობაზე“?
„სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის თაობაზე“ მიღებულია 07.12.2016. მიმღები ორგანო — სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.12.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის თაობაზე“, №0, 07.12.2016 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3452109/