სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2014 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ანგარიში

 

სსიპ -  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2014 წლის ანგარიშს , ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

 

სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში  საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით,  2014  წლის 10 დეკემბრამდე სულ შემოვიდა 26  განცხადება. შემოსული განცხადებებიდან:

ა)  ცხრა  შემთხვევაში გაიცა საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად;

ბ)  შვიდ  შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

გ)  ორი განცხადება განხილვის პროცესშია;

დ) ხუთ შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ე) სამ შემთხვევაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს შემდგომი რეაგირებისთვის.

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციაში შესწორების მოთხოვნა დაფიქსირდა ერთხელ. საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით საჩივარი არ შემოსულა.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა ან მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილობრივი დაკმაყოფილება  ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს:

ა) განმცხადებელი ითხოვდა ისეთი დოკუმენტების დამოწმებას, რაც სცილდება სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის  უფლებამოსილებას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად;

ბ)  არ არსებობდა სამართლებრივი აქტი, რომელსაც განმცხადებელი ითხოვდა;

გ) შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

დ) არ აკმაყოფილებდა საქართველოს ზოგადი ადმინისრაციული კოდექსისმე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის - საჯარო ინფორმაციის განმარტების -  მოთხოვნას.

აღნიშნულ პერიოდში სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნების დარღვევის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დადების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. აგრეთვე, არ დაფიქსირებულა სხვა რაიმე პრეტენზია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ამასთან, არ დაფიქსირებულა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების არცერთი შემთხვევა.

სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები.

სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა ხორციელდება ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი