დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2014 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ანგარიში

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზები

·         დაწესებულების ხარჯთაღრიცხვის ნუსხა;

·         დაწესებულების მოსამსახურეთა ბაზა;

·         შემოსული/გასული წერილები;

·         ინფორმაცია რესურსცენტრის და სამოქმედო ტერუტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის შესახებ;

·         საჯარო და კერძო სკოლების შესახებ არსებული საჯარო ინფორმაციათა ბაზები;

·         სკოლების საშტატო განრიგები და სატარიფიკაციო სიები;

·         სამეურვეო საბჭოების შესახებ ინფორმაციული ბაზა;

·         ინფორმაცია ექსტერნატის ფორმით გამოცდაზე დარეგისტრირებული პირების შესახებ;

·         ინფორმაცია სკოლების მიერ იჯარით გაცემული ფართების შესახებ;

·         მონაცემები ეროვნული ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილე სკოლების შესახებ;

·         მასწავლებელთა სერთიფიკატების გაცემის რეესტრი;

·         ინფორმაცია პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული პედაგოგების შესახებ;

·         ინფორმაცია ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული სკოლების/მოსწავლეების შესახებ.

ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების და შენახვის შესახებ

რესურსცენტრი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, აგროვებს, ამუშავებს და ინახავს პერსონალურ მონაცემებს რესურსცენტრის მოსამსახურეთა და რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების ადმინისტრაციის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა შესახებ.

2014  წლის განმავლობაში შეგროვებულ და დამუშავებულ იქნა შემდეგი მონაცემები:

·         მონაცემები სასერთიფიკაციო გამოცდაზე გასვლის მსურველების შესახებ მათი რეგისტრაციის მიზნით;

·         მონაცემები ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების ფარგლებში;

·         მონაცემები პრეზიდენტის პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში;

·         მონაცემები მოსწავლეთა შესახებ მათთვის ბუკების გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით;

·         მონაცემები ექსტერნების შესახებ ექსტერნატის ფორმით გამოცდებზე მათი რეგისტრაციის მიზნით;

·         მონაცემები საატესტატო გამოცდების ჩატარების უზრუნველსაყოფად;

·         მონაცემები სკოლების სამეურვეო საბჭოების  შესახებ მათი წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის, სხვა წევრით ჩანაცვლების, ასევე სამეურვეო საბჭოს არჩევნების/რიგგარეშე არჩევნების შედეგების რეგისტრაციის უზრუნველყოფის მიზნით;

·         მონაცემები სპეციალური საჭიროების მქონე მე-12 კლასის მოსწავლეების შესახებ, საატესტატო გამოცდაზე მათთვის სპეციალური პირობების შექმნის მიზნით;

·         მონაცემები სკოლების მოსწავლეთა მართვის ელექტრონულ ბაზაში დასარეგისტრირებელი ან დარეგისტრირებული მოსწავლეების შესახებ, შესაბამისად, მათი დარეგისტრირების ან რეგისტრაციიდან მოხნის უზრუნველსაყოფად;

·         მონაცემები მოქალაქეების შესახებ, სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მათი სწავლის, შესაბამისი ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების ან/და მათზე ატესტატის დუბლიკატის გაცემის დადასტურების მიზნით;

·         მონაცემები მოსწავლეების შესახებ,  რომელთაც დაძლიეს საბაზო და საშუალო საფეხური, მათთვის შესაბამისი ატესტატის გადაცემის უზრუნველსაყოფად.

პერსონალური მონაცემების გაცემა ხდება მხოლოდ კანონით მკაცრად/პირდაპირ დადგენილი წესით, ფორმით, ფარგლებსა და შემთხვევებში.

ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის და გაცემის შესახებ

2014 წლის განმავლობაში დაწესებულებაში შემოვიდა:

1.      4 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა,

2.      მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე არ შემოსულა,

3.      საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნაზე უარი არ გაცემულა,

4.      საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ დაწესებულების გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა,

5.      საჯარო მოსამსახურეთა მიერ  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა არ დაფიქსირებულა, შესაბამისად პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელი არ დადებულა,

6.      დაწესებულებას არ გაუწევია ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, ასევე, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა ჯაში