ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში
საქართველოს ,,ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის’’ მე–3 თავის 49–ე მუხლის შესაბამისად 2014 წლის განმავლობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 15 (თხუთმეტი) განცხადება. აღნიშნულ პერიოდში დაწესებულებაში შემოვიდა 1 (ერთი) განცხადება ისეთი ინფორმაციის მოთხოვნაზე, რომელთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ გააჩნდა ინფორმაცია, გამომდინარე აქედან განმცხადებელს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საქმის წარმოებისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილების მთავარი სპეციალისტის იურიდიულ საკითხებში, დავით ჭანტურიას მიერ.
გაცემული საჯარო ინფორმაციის რაოდენობა არის 14 (თოთხმეტი). აქედან ფიზიკურ პირებზე გაიცა 6 (ექვსი), არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზე - 6 (ექვსი), მედია საშუალებებზე - 1 (ერთი), ადმინისტრაციულ ორგანოზე - 2 (ორი), 2014 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დახურული სხდომა არ ჩატარებულა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო მოსამსახურეთა მიერ
საქართველო ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ დარღვევისა და საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სასჯელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია