თბილისის სააპელაციო სასამართლოს ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე ნინო ლომსაძე.
სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას საამისოდ განკუთვნილ სპეციალურ დარბაზში და ა. შ.
2014 წლის განმავლობაში სააპელაციო სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 115 განცხადება შემოვიდა. შემოსულ განაცხადთაგან 88 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, არ დაკმაყოფილდა 27, მათ შორის, ერთი მოთხოვნა ეხებოდა საიდუმლო საქმის წარმოებას, ხოლო, 26 მოთხოვნა ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რომელსაც სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები არ ითვალისწინებს.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ყველა განცხადებაზე პასუხის გაცემა მოხდა როგორც წერილობითი სახით, ასევე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოში არ შემოსულა.
საჯარო მოსამსახურის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირისთვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი არ ყოფილა.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლისა და “საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” კანონის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს129 ლარს და 60 თეთრს.
სააპელაციო სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ ვებგვერდი _ www.tbappeal.court.ge რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებელი.
სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე