ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში
საქართველოს ,,ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის’’ მე–3 თავის 49–ე მუხლის შესაბამისად 2014 წლის განმავლობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 39 (ოცდაცხრამეტი) განცხადება.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული ერთეულების მუშაობის კოორდინაციის განყოფილების უფროსის კობა ქირიას მიერ.
გაცემული საჯარო ინფორმაციის რაოდენობა არის 39 (ოცდაცხრამეტი) – აქედან ფიზიკურ პირებზე გაიცა 9(ცხრა)არასამთავრობო ორგანიზაციებზე - 15(თხუთმეტი), ადმინისტრაციულ ორგანოებზე -15 (თხუთმეტი).
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველო ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ დარღვევისა და საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სასჯელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
გამგებელი ედიშერ თოლორაია