ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის

შესაბამისად საჯარო ინფორმაციის

გაცემის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს სასამართლოში არსებული საქმეებიდან ინფორმაციების მიწოდებას. აგრეთვე, სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას და ა.შ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2014 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოსულია 33   განცხადება, მათ შორის:

1.    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - 3

2.      ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - 3

3.      საქართველოს მოსამართლეთა ერთობა - 2

4.      ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - 1

5.      საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი - 1

6.      გაეროს ბავშვთა ფონდი - 1

7.    ა/ო ,,ახალგაზრდა ადვოკატები” – 1

8.      საინფორმაციო ცენტრების ქსელი - 1

9.      მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრი ,,ემპათია” – 1

10.  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - 1

11.  სტუდია ,,მონიტორი - 2

12.  პროკურორი - 1

13.  მოქალაქე - 15

შემოსული განცხადებებიდან დაკმაყოფილდა 20 მოთხოვნა, არ დაკმაყოფილდა 13.

მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ 4 გადაწყვეტილება და 3 გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მიღებული იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის, კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თამარ ქაჯაიას  მიერ.

საჯარო ინფორმაციის დაკმაყოფილების შესახებ 16 გადაწყვეტილება და უარის თქმის 10 გადაწყვეტილება მიღებული იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის, კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების განყოფილების უფროსის ქეთევან აწყურელის მიერ.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი  გამოწვეული იყო იმით, რომ მოთხოვნა ეხებოდა ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რომელსაც სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშების ფორმები არ ითვალისწინებს.ორ შემთხვევაში მოთხოვნა ეხებოდა ინფორმაციას, რომელიც განეკუთვნებოდა პერსონალურ მონაცემების გაცემას.  ასევე, არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა სისხლის სამართლის საქმეზე საჯარო ინფორმაციის გაცემის თობაზე, ვინაიდან საქმე სააპელაციო და საკასაციო განხილვის შემდეგ, გადაგზავნილი იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ  განცხადებებზე პასუხები მომზადდა წერილობითი სახით, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში - ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ-ვებ-გვერდი www.kutaisi -appeal.court.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით შეუძლია ისარგებლოს მომხმარებელმა.

სასამართლოში არ ყოფილა ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელი პირების მიმართ  დისციპლინური სახდელების დადების ფაქტი.

სასამართლოში  არ გასაჩივრებულა უარი საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე.

სასამართლოს თავმჯდომარე მალხაზ გურული