საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს 2014 წლის ანგარიში
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, კერძოდ:
1. კოდექსის 49-ე მუხლის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებთან დაკავშირებით:
საანგარიშო პერიოდში (2013 წლის 10 დეკემბრიდან-2014 წლის 10 დეკემბრამდე) სააგენტოში შემოსულია 32 განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, აქედან სამი განცხადება შემოვიდა ელექტრონულად;
თითოეული განცხადების შესაბამისად გაიცა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია;
დაფიქსირდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ნაწილობრივ უარის თქმის შემთხვევა, ვინაიდან მოთხოვნილი იყო სააგენტოს თანამშრომელთა (არა თანამდებობის პირთა) პერსონალური მონაცემები, რომლებიც განსაზღვრულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 44-ე მუხლის „1“ პუნქტის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.
მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სააგენტოს დირექტორის, სააგენტოს საფინანსო და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის (საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი) ირინე გიორგობიანის და სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის (საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი) სპეციალისტის ანა იმნაიშვილის მიერ.
2. კოდექსის 49-ე მუხლის „გ” ქვეპუნქტთან დაკავშირებით:
სააგენტოში შექმნილია საჯარო მონაცემთა ბაზები. სააგენტოს ყველა თანამშრომელზე შეგროვებული და დამუშავებულია პერსონალური მონაცემები. იგივე კეთდება ახალი თანამშრომლის მიღებისას. ინფორმაცია თანამშრომლების პერსონალური მონაცემების აღნიშნული საინფორმაციო ბაზისა და მასში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ყოველკვარტალურად მიეწოდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შემდგომში საჯარო სამსახურის ბიუროსათვის მიწოდების მიზნით.
3. რაც შეეხება 49-ე მუხლის „დ”, „ვ“ და „ზ“ქვეპუნქტებს - ასეთი შემთხვევები სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში არ დაფიქსირებულა.
სააგენტოს დირექტორი მ. ხმალაძე