საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2038
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019994
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №203 8

2015 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტო:

ა) ახორციელებს მდინარე ამალი-დევდორაკის ხეობაში მოსალოდნელ სტიქიურ ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ მოვლენებზე წინასწარი შეტყობინების ავტომატური სისტემის მოწყობას (სავარაუდო ღირებულება 318 000 (სამას თვრამეტი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარი) და ამ სისტემის მოწყობისთვის საჭირო ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას (200 000 (ორასი ათასი) ლარი);

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინების ავტომატური სისტემის მოწყობას ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) სახსრებიდან.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემის მოწყობისთვის საჭირო ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს გამოუყოს 200 000 (ორასი ათასი) ლარი.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                      ირაკლი ღარიბაშვილი