საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
ა ნ გ ა რ ი შ ი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის
(ინფორმაციის თავისუფლება)
მოთხოვნათა შესრულების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში “კომისია”) მიერ შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა კომისიაში ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, აგრეთვე ამავე კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებების შესრულებისა და კოდექსში მითითებული ვადების დაცვის მდგომარეობა.
საანგარიშო პერიოდად აღებულია 2013 წლის პირველი დეკემბრიდან 2014 წლის პირველ დეკემბრამდე პერიოდი.
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 11 ივნისის №6/4 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 2014 წლის 23 მაისის N6/14 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა და საჯარო მოსამსახურის ფუნქციების შესრულება ეკისრება კომისიის თავმჯდომარეს ვახტანგ აბაშიძეს.
საანგარიშო პერიოდში, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე კომისიაში შემოსული 292 (ორას ოთხმოცდათორმეტი) კორესპონდენციით მოთხოვნილი იყო:
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხობის რაიონული განყოფილების მიერ N3/44-14, 21.03.14. წერილით – ინფორმაცია კომისიაში დასაქმებული პირის შესახებ;
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ N3/11-14, 23.01.14. წერილით – ნუმერაციის რესურსის მფლობელი კომპანიების სია საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ N 6/6786-13; 22.11.13.; N6/6568-14, 06.11.14. წერილებით - სამაუწყებლო და სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კომპანიების სხვადასხვა სატატისტიკური ინფორმაცია;
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერN6/6990-13, 09.12.13. წერილით – შპს „ბი–სი––ჯი კვლევასა“ და კომისიას შორის განხორციელებული ოპერაციების ამსახველი სრული პირველადი დოკუმენტაციის ასლები; N6/5310-14, 22.08.14. წერილით - შპს „ვარიდ ტელეკომ ჯორჯიას“ მიერ სატელეკომუნიკაციო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია; N6/4293-14, 30.06.14.; 6/4091-14, 20.06.14.; 6/3996-14, 18.06.14. წერილებით – შპს „ლინქსტელეკომ ჯორჯიას“, სს „გლობალ ერთის“, შპს „ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანია ჯტს“–ს შესახებ ინფორმაცია;
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის მიერ N6/4356-14, 04.07.14 წერილით – კონკრეტული სატელეფონო ნომრის მფლობელის თაობაზე ინფორმაცია. აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით განემარტა, რომ მითითებული ტელეფონის ნომერი შედის შპს „მაგთიკომისთვის“ კომისიის მიერ გაცემულ ნუმერაციის რესურსში, რომელსაც ნომერი გადაცემული აქვს საკუთარი აბონენტისთვის და ინფორმაციის მიღება შესაძლებელია უშუალოდ ნომრის მფლობელი კომპანიისგან, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ N6/3609-14, 04.06.14 წერილით – შპს „სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ NB121 და NB122 ლიცენზიების გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები;
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ N6/2650-14, 02.05.14 წერილით – მაუწყებლების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შეთავაზებული გრაფიკისა და სარეკლამო დროის ფასების შესახებ, „ცესკოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების მიზნით;
ქ. თბილისის საკრებულოს N6/1151-14, 27.02.14 წერილით – ინფორმაცია, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამაუწყებლო კომპანიების მიერ პოლიტიკური რეკლამისთვის გამოყოფილი უფასო საეთერო დროის შესახებ და ფასიანი პოლიტილური რეკლამის 1 წუთის ღირებულება თითოეული სამაუწყებლო კომპანიაში ცალ–ცალკე;
საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის მიერ N6/19-14, 06.01.14; 6/1370-14, 14.03.14; 6/1371-14, 14.03.14; 6/1372-14, 14.03.14; 6/1373-14, 14.03.14; 6/1374-14, 14.03.14; 6/1375-14, 14.03.14; 6/2674-14, 05.05.14; 6/2751-14, 07.05.14; N6/4899-14, 29.07.14; N6/4900-14, 29.07.14; N6/6543-14, 04.11.14; N6/6544-14, 04.11.14; N6/6555-14, 04.11.14. წერილებით – მაუწყებლების მიერ შემოსავლების შესახებ კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ინფორმაცია;
სსიპ „ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს“ მიერ N9/97-14, 04.09.14; N9/98-14, 07.09.14. წერილებით – ნუმერაციის რესურსის მფლობელი ადგილობრივი და მობილური სატელეფონო კავშირით მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების სია საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ N6/03-14, 03.01.14. წერილით – ზუგდიდში, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბოლნისის რეგიონში ადგილობრივი კერძო საერთო მაუწყებლობის მფლობელი კომპანიების ჩამონათვალი;
შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ N 6/3549-14, 30.05.14. წერილით – მონაცემთა გადაცემის მომსახურებაზე ავტორიზებული პირების სია.
საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ:
N6/6952-14, 02.12.13 წერილით - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით ინფორმაცია (ინფორმაცია კომისიას 04/2741-13, 16.12.13 წერილის საფუძველზე წარმოუდგინეს მაუწყებლებმა და კომისიის N04/2803-13, 20.12.14; N04/93-14, 16.01.14; N04/386-14, 24.02.14; 04/257-14, 05.02.14 წერილებით გადაეგზავნა ადრესატს); N6/405-14, 22.01.14 წერილით – ტელე და რადიომაუწყებლების, მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირების და იმ გაზეთების ჩამონათვალი, რომელთა მონიტორინგს საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად ახორციელებდა კომისია, საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით; N6/1935-14, 11.04.14. წერილით – ინფორმაცია კომისიის წევრ, კახი ბექაურის შესახებ;
ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ მიერ:
N6/6573-13, 18.11.13.; N6/6917-13, 02.12.13,; N6/7031-13, 12.12.13; N6/375-14, 21.01.14.; N6/1719-14, 26.03.14. წერილებით - ტელე და რადიომაუწყებლების შემოსავლების ოდენობის შესახებ ინფორმაცია თვეების მიხედვით; N6/6904-13, 02.12.13 წერილით – ინფორმაცია კომისიაში არსებული ტექნიკური საშუალებების თაობაზე; N6/7068-13, 12.12.13 წერილით – ინფორმაცია კომისიაში დასაქმებული პირის – ზაზა მაზმიშვილის თაობაზე; ინფორმაცია Red-M Wireless Limited–თან დაკავშირებით; N6/2357-14, 25.04.14 წერილით - ტელე და რადიომაუწყებლების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია; N6/6638-14, 12.11.14 წერილით – ინფორმაცია, წერილში დასახელებული ფიზიკური პირები იყვნენ თუ არა დასაქმებული კომისიაში;
ა(ა)იპ “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ:
N6/6889-13, 29.11.13. წერილით – 2010–2013 წლებში, სადენიანი, მობილური, უსადენო, ინტერნეტ მომხმარებელთა, ასევე, ე.წ. „ჰოსტინგის“ მომსახურების მიმღებთა რაოდენობები მომსახურების გამწევთა მითითებით; აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიაში შემოსული საჩივრების და მათზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია და მიღებული გადაწყვეტილებების ასლები; N6/7379-13, 25.12.13. წერილით – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28–ე მუხლის მე–2 ნაწილისა და 37–ე მუხლის მე–4 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული სამართლებრივი აქტები; N6/1203-14, 05.03.14. წერილით – შპს „კავკასუს ონლაინთან“ დაკავშირებული ინფორმაცია; N6/1291-14, 11.03.14. წერილით - 2013 წლის განმავლობაში კომისიის წევრებზე (ცალ–ცალკე) და კომისიის აპარატში დასაქმებულ პირებზე (საერთო ოდენობა) დარიცხული პრემიების, სახელფასო დანამატების ოდენობები, ასევე, კომისიის აპარატის საშტატო ნუსხა თანამდებობრივი სარგოების მითითებით; 2013 წლის კომისიის ანგარიში; კომისიის თავმჯდომარის ელეტრონული ფოსტით მიმოწერა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; კომისიის წევრების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასელები; 2013 წლის წარმომადგენლობითი ხარჯები და ა.შ. (სულ 19 პუნქტი); N6/1999-14, 15.04.14. წერილით – 2012–2014 წლებში კომისიის წევრებზე, კომისიის აპარატში დასაქმებულ პირებზე პრემიების გაცემის შესახებ სამართლებრივი აქტები (პასუხის გასაცემად კომისიის მიერ მოთხოვნილი იქნა კანონით განსაზღვრული 10 დღე). კომისიის აპარატში დასაქმებულ პირებზე პრემიების გაცემის შესახებ სამართლებრივი აქტების გაცემაზეც განმცხადებელს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44–ე მუხლის, ასევე კომისიის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულთა თანხმობის არარსებობის საფუძველზე, უარი ეთქვა. გაიცა მხოლოდ ერთი დასაქმებულის შესახებ ინფორმაცია მისი თანხმობის საფუძველზე ;
N6/4895-14, 29.07.14. წერილით – ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით რიგი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან დასაბრუნებელი სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა; N6/6580-14, 07.11.14 წერილით - 2013 წლის 01 იანვრიდან 07 ნოემბრამდე კომისიის მიერ დადებული საკონსულტაციო მომსახურებასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის ასლები, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ასლები;
ა/ო „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ:
N6/1739-14, 28.03.14. წერილით - 2014 წლის 26 მარტის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულ ინტერნეტ მომხმარებელთა ოდენობა; საქართველოში რეგისტრირებული ინტერნეტ პროვაიდერთა სრული სია, მათი საბაზრო წილების მითითებით; ინტერნეტ პროვაიდერთა მიმართ დაფიქსირებული საჩივრების ოდენობა და ინფორმაცია მათზე რეაგირების თაობაზე (ბოლო მოთხოვნაზე პასუხი მომზადდა მომხმარაბელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ); N6/4937–14, 04.08.14. წერილით – კომისიის ბიუჯეტის წყარო და ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირების ჩამონათვალი; ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ გადახდილი რეგულირების საფასურის ჯამური ოდენობა; განმარტება, ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირებისთვის განსაზღვრულ რეგულირების საფასურის ოდენობასა და გადახდის პერიოდულობასთან დაკავშირებით; ინფორმაცია კომისიის წევრების შესახებ კომისიის დაარსებიდან 2014 წლის 01 აგვისტომდე; კომისიაში შემოსული საჩივრების და მათზე რეაგირების მდგომარეობის თაობაზე ინფორმაცია; ინფორმაცია მოქმედ კომისიის წევრებზე კომისიაში დასაქმების სრულ პერიოდში გაცემული ხელფასების, პრემიების და დანამატების თაობაზე; კომისიის 8 სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთა საფინანსო მონაცემები, რის გაცემაზეც განმცხადებელს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44–ე მუხლის, ასევე კომისიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა თანხმობის არარსებობის საფუძველზე, უარი ეთქვა; N6/6538-14, 04.11.14 წერილით - ინფორმაცია კომისიის ბიუჯეტის, კომისიის წევრების ხელფასების, პრემიების და სახელფასო დანამატების, აგრეთვე ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ გადახდილი რეგულირების საფასურის თაობაზე;
ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“ მიერ N6/1197-14, 04.03.14. წერილით – მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების სია აბონენტების რაოდენობის და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;
ა(ა)იპ „ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფორნდის“ მიერ N6/1684-14, 25.03.14. წერილით – საქართველოში მოქმედი ტელემაუწყებლების სია საკონტაქტო მონაცემების მითითებით;
CRRS–საქართველოს მიერ N6/5569-14, 11.09.14. წერილით – მობილური ოპერატორების აბონენტების რაოდენობა ჯამურად და ოპერატორების მიხედვით;
საქართველოს აირექსის (IREX) მიერ N6/6991-13, 09.12.13. წერილით – მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელების და საკაბელო მაუწყებლების ჩამონათვალი ლიცენზიის სახის და სახეობის მითითებით;
საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის მიერ 6/6353-14, 21.10.14. წერილით – საქართველოში არსებული მაუწყებლების საფინანსო ინფორმაცია;
ააიპ „ინტერნიუსი საქართველოს“ მიერ N 6/3563-14, 30.05.14. წერილით – ინფორმაცია შპს „I სტერეოსა“ და „რადიო თავისუფლების“ შესახებ; N6/4070-14, 19.06.14. წერილით - იმ პირთა ჩამონათვალი, ვისთანაც 2013 წლის პირველი იანვრიდან 2014 წლის 20 ივნისამდე კომისიის მიერ შეწყვეტილი იქნა შრომითი ურთიერთობები; N6/3285-14, 21.05.14. წერილით – იმ პირთა ჩამონათვალი, ვისთანაც 2013 წლის პირველი იანვრიდან 2014 წლის 21 ივნისამდე პერიოდში დასაქმდნენ კომისიის აპარატასა და კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში;
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
მიერ N 6/5351-14, 25.08.14 წერილით – ინფორმაცია საქართველოს ტელეკომუნიკაციის ინფრასტრუქტურის მდგომარეობის, ინტერნეტკომპანიების და ინტერნეტ–ვაჭრობის შესახებ (მიეწოდა ინფორმაცია ინტერნეტით მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების რაოდენობის შესახებ და განემარტა, რომ კომისია არ არეგულირებს ინტერნეტ–ვაჭრობას და არ ფლობს სათანადო ინფორმაციას, ხოლო საქართველოში არსებულ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით კომისიაში მიმდინარეობს მუშაობა ქვეყანაში არსებული მაგისტრალური ხაზების ციფრული რუკის პროექტზე.
ავტორიზებული, ლიცენზიისა და ნებართვების მფლობელი პირების მიერ:
შპს „მაგთიკომის“ მიერ:
NN6/176-14, 16.01.14; 6/2325-14, 24.04.14; 6/4507-14, 14.07.14. წერილებით – ოპერატორების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია ტრაფიკისა და ანგარიშსწორების თაობაზე, თვეების მიხედვით; NN 6/3281-14, 21.05.14; 6/5539-14, 08.09.14; 6/3798-14, 13.06.14; 6/6118-14, 10.10.14. წერილებით - შპს „ივერია სატის“, შპს „სატელიტ სერვისის“, შპს „იმერ TV“–ის, შპს “TV MOBILE“–ს მიერ სამაუწყებლო არხების მართლზომიერად რეტრანსლირების შესახებ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებებისა და სანებართვო წერილების ასლები;
შპს „ჯეოსელის“ მიერ NN6/620-14, 05.02.14; 6/626-14, 05.02.14; 6/1292-14, 11.03.14; 6/4879-14,28.04.14. წერილებით – ინფორმაცია მობილური ოპერატორების კორპორატიული აბონენტების თაობაზე; ოპერატორების საბითუმო შემოსავლები; შემოსავლები სერვისების მიხედვით; N6/6899-13, 29.11.13 წერილით – ინფორმაცია მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების შესახებ;
შპს „მობიტელის“ მიერ NN6/6777-13, 22.11.14; 6/334-14, 20.01.14; N6/662-14, 07.02.14 6/922, 20.02.14; 6/4788-14, 21.07.14; N6/4322-14, 02.07.04; 6/1289-14, 11.03.14. NN 6/6117-14, 10.10.14. წერილებით – კომისიის სხდომის მასალები, ოქმები და გადაწყვეტილებები; შპს „მაგთიკომის“ და შპს „ჯეოსელის“ თაობაზე სხვადასხვა ინფორმაცია; ოპერატორების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია ტრაფიკისა და ანგარიშსწორების თაობაზე თვეების მიხედვით; უსადენო დაშვების ქსელის დაფარვის არეალის შესახებ შეჯამებული ინფორმაცია, რის თაობაზეც შპს „მობიტელს“ განემარტა,
რომ მოთხოვნილი ინფომრმაცია კომისიას ექნება სავარაუდოდ 2014 წლის აპრილის ბოლოს, ხოლო აღნიშნული კომპანიების მიერ აბონენტებისათვის რეალურად მიწოდებული ინტერნეტის სიჩქარის შესახებ ინფორმაცია კომისიას არ მოეპოვება;
სს „სილქნეტის“ მიერ NN6/6497-13, 14.11.13; 6/7006-13, 09.12.13; 6/20-14, 06.01.14.; 6/3850-14, 13.06.14; 6/4447-14, 10.07.14; 6/5501-14, 04.09.14; წერილებით – კომისიის სხდომის ოქმის ამონაწერი; შპს „კავკასუს ონლაინის“ შესახებ ინფორმაცია; ინტერნეტ აბონენტების შესახებ ინფორმაცია; რიგი ტელევიზიების მიერ არხების რეტრანსლირების უფლების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; საქართველოში მოქმედი ყველა მობილური ოპერატორის მფლობელობაში ან/და დროებით სარგებლობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების ჩამონათვალი მინიჭებული სიხშირეების მითითებით; მაუწყებლობასა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების სია;
შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ NN6/4490-13, 16.08.13; 6/4767-13; 27.08.13; 6/6793-13, 25.11.13; 6/6927-13, 03.12.13; 6/7051-13, 11.12.13; 6/7416-13, 26.12.13; 6/6378-13, 04.11.13; 6/6960-13, 05.12.13; 6/40-14, 08.01.14; 6/864-14, 18.02.14; 6/565-14, 30.01.14; 6/582-14, 03.02.14; 6/1422-14, 17.03.14; 6/4339-14, 03.07.14; 6/5436-14, 01.09.14; 6/5944-14, 24.09.14; 6/6556-14, 05.11.14; წერილებით – ინფორმაცია მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების შესახებ; საქართველოში შემომავალი და გამავალი საერთაშორისო სატელეფონო ტრაფიკის შესახებ;საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციასთან დაკავშირებით კომისიის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი წერილის ასლი; დავებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია; სს „სილქნეტის“ მიერ სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები; ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია;
6/925-14, 20.02.14 წერილით მოთხოვნილი იყო ინფორმაცია სატელევიზიო პაკეტებისა და მასში შემავალი სატელევიზიო არხების ჩამონათვალის შესახებ, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ იურიდიული პირების მომსახურებისთვის, შპს „კავკასუს ონლაინს“ განემარტა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას არ მოეპოვება ;
შპს „დელტა–ნეტის“ მიერ NN 6/6728-13, 20.11.13; 6/2689-14, 06.05.14; 6/3764-14, 11.06.14. წერილებით – საქართველოს მასშტაბით, დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში, სატელევიზიო არხების მფლობელი კომპანიების ჩამონათვალი; ინტერნეტის გლობალური ტრაფიკის შემძენი და მიმწოდებელი კომპანიების ჩამონათვალი; ინფორმაცია მოქმედი მაუწყებლების შესახებ, საკონტაქტო მონაცემების მითითებით;
შპს „ახალი ქსელების“ მიერ: NN6/6890-13, 11.13.13; 6/1843-14, 04.04.14. 6/3982-14, 17.06.14 წერილებით – კომისიის გადაწყვეტილების ასლი; კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის ამონაწერი;
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ N6/522-14, 28.01.14 წერილით – კომისიის 2014 წლის 16 იანვრის N28/18 გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები;
შპს „ვაიმაქს ჯორჯიას“ მიერ N6/2448-14, 28.04.14 წერილით – F64, F66, F68 ლიცენზიების საფასურთან დაკავშირებით ინფორმაცია;
შპს „სკაინეტის“ მიერ NN 6/712-14, 11.02.14; 6/1411-14, 17.03.14. წერილებით –კონკრეტული ქალაქების ჭრილში wifi ინტერნეტის მიმწოდებლების თაობაზე ინფორმაცია და ოპერატორების სტატისტიკური მონაცემები;
შპს „ლაგის“ მიერ NN6/6937-14, 04.12.13; 6/3312-14, 23.05.14; 6/3474-14, 29.05.14. წერილებით – საქართველოში დასრულებული საერთაშორისო ზარების წუთების სტატისტიკური მონაცემები; შპს „ლაგის“ მიერ 2008–2011 წლებში ტრაფიკის შესახებ კომისიაში CDR-ებით წარმოდგენილი დეტალური ინფორმაციის ასლი;
შპს „სისტემ ნეტის“ მიერ N6/479-14, 27.01.14. წერილით - სხვადასხვა ინფორმაცია შპს „ნიუ პროჯექტის“ შესახებ;
შპს „ჯეონეთის“ მიერ NN6/6611-13, 19.11.13; 6/2300-14, 24.04.14; 6/3984-14,17.06.14; წერილებით – ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შემომავალი და გამავალი საერთაშორისო ტრაფიკისა და მიუღებელი შემოსავლის შესახებ;
შპს „მაიფონის“: N6/6654-14, 19.11.13; 6/3593-14, 03.06.14; შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები – გუდვილკომის“ NN6/6654-13, 19.11.2013; 6/4908-14, 30.07.14; შპს „ალტერნეტის“: N6/4909-14, 30.07.14; შპს „მობილფონის N6/227-14, 17.01.14; შპს „სმარტლაინის“ N6/6654-13, 19.11.13; N6/7195-13, 19.12.13; სს „გლობალ ერთის“ N6/2831-13, 25.12.23. წერილებით – სტატისტიკური ინფორმაცია;
შპს „ნორმას“ მიერ N6/5497-14, 04.09.14 წერილით – კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აბონენტების რაოდენობის შესახებ 2008 წლიდან 2014 წლამდე პერიოდში;
შპს „მზის“ მიერ N6/7412-13, 26.12.13 წერილით - ტექნიკური ხასიათის ინფორმაცია;
შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ მიერ N6/7401-13, 25.12.13 წერილით - კომისიის 2013 წლის 6 დეკემბრის N728/23 გადაწყვეტილების შესაბამისად კომისიაში მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მასალები;
მედია–კავშირი „ობიექტივის“ მიერ NN 6/624-14, 05.02.14; 6/625-14, 05.02.14; 6/1244-14, 07.05.14; 6/1245-14, 07.05.14; 6/1246-14, 07.05.14; წერილებით – ინფორმაცია ტელეკომპანიების აბონენტების რაოდენობის შესახებ; (განემარტა
მედია–კავშირი „ობიექტივს“,
რომ N 6/623-14, 05.02.14 წერილით მოთხოვნილ ინფორმაცია კომისია არ ფლობს);
შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ NN6/446-14, 23.01.14; 6/523-14, 28.01.14; 6/4897-14, 29.07.14; 6/4929-14, 01.08.14; 6/6430-14, 28.10.14. წერილებით – 2012–2013 წლებში მაუწყებლების შემოსავლების შესახებ ინფორმაცია; სამაუწყებლო კომპანიების მიერ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროდუქციის მართლზომიერად რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; მიმოწერა კომისიასთან; შპს „სტუდია მაესტროს“ ამონაწერი მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირების რეესტრიდან;
შპს ტელეკომპანია “I სტერეოს“ მიერ N7082-14, 13.12.14 წერილით - დავით ზილფიმიანის ხელმოწერით კომისიასთან წარმოებული მიმოწერა;
შპს „გლობალ მედია ჯგუფის“მიერ NN6/6935-13, 03.12.13; 6/21-14, 06.01.14; 6/597-14, 03.02.14; 6/691-14, 10.02.14; 6/756-14, 11.04.14; 6/2331-14, 24.04.14; 6/1201-14, 04.03.14; წერილებით –ინფორმაცია ტელეკომპანიების აბონენტების რაოდენობის შესახებ; ტელეარხ „НТВ+“–ის საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ N6/84-14, 13.01.14; N6/3597-14, 03.06.14; 6/3756-14, 11.06.14; წერილებით – სტატისტიკური ინფორმაცია; შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ლიცენზიების ასლები; შპს „ტელეიმედსა“ და შპს „ღამის შოუ სტუდიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები;
შპს „სუპერ ტვ“–ს მიერ NN6/6956-13, 05.12.14; 6/1326-14, 12.03.14 წერილებით – საქართველოში მოქმედი ავტორიზებული პირების სია და აბონენტების რაოდენობა; ტელეარხ „НТВ+“–ის შპს „7 არხის“ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; NN6/3945-14, 17.06.14 წერილით – მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების აბონენტთა რაოდენობა; NN6/4948-14, 22.08.14. წერილით – შპს „მადის“ აბონენტების რაოდენობა (მას განემარტა, რომ შპს „მადის“ არ წარმოუდგენია კომისიაში სტატისტიკური ინფორმაცია და მას გაეგზავნა კომისიის წერილი, ინფორმაციის დაუყოვნებლივ წარმოდგენის შესახებ);
შპს „არტ რადიოს“ N6/605-14, 04.02.14; შპს „ქართული ტვ“–ს N6/3468-14, 28.05.14; კომპანია „Niltex Hplding Limited“–ის N6/1096-14, 25.02.14 წერილებით - მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირების ჩამონათვალი, საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;
შპს „ივერია ინტერმედიას“ მიერ N1754-14, 27.03.14 წერილით – სამაუწყებლო კომპანიების მიერ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროდუქციის მართლზომიერად რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
შპს „BATUMI MEDIA GROUP“–ის მიერ N6/22-14 წერილით – ინფორმაცია შპს „გრიინეტის“ შესახებ;
შპს „TV ERA“–ს მიერ N 6/302-14, 16.05.14; 6/1833-14, 03.04.14 წერლებით – სამაუწყებლო კომპანიების მიერ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროდუქციის მართლზომიერად რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; შპს „TV ERA“–სN6/6120-14, 10.10.14 წერილზე შპს „ბექა ჯის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი აბონენტების გაფრთხილების სიის მიწოდებასთან დაკავშირებით განემარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით იმ პირების თანხმობის, ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე და კომისიამ აღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე უარი უთხრა განმცხადებელს;
შპს „პალიტრა TV“–ს მიერ N6/515-14, 27.01.14; N64338-14, 03.07.14; წერლებით – ინფორმაცია ტელეკომპანიების აბონენტების რაოდენობის შესახებ;სამაუწყებლო კომპანიების მიერ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროდუქციის მართლზომიერად რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
შპს „სამეგრელო–ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია სამეგრელოს“ მიერ N6/6478-14, 27.10.14. წერილით – DVD-R დისკებზე ჩაწერილი კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის რადიომონიტორინგის მართვის ცენტრში ჩატარებული რადიომონიტორინგის შედეგები;
შპს „თანამგზავრი XXI“–ის მიერ N6/4785-14, 21.07.14. წერილით – ლიცენზიის გადაცემის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების ასლი და კომისიის გადაწყვეტილებების ასლები;
შპს „კომპანია მედიასტრიმის“ მიერ N6/6004-14, 29.09.14. წერილით – კომისიის 2014 წლის 21 აგვისტოს N475/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურში მონაწილე კომპანიების მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია;
შპს „ატენი ტვ“–ს N6/5533-14, 08.09.14; შპს „ტვ მედიანეტის“ N6/4252-14, 26.06.14. წერილებით – არხების რეტრანსლირების მართლზომიერებასთან დაკავშირებით კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია;
შპს „ჯი–დი–ეს თი–ვი“–ს მიერ N6/6948-14, 04.12.13 წერილით – ინფორმაცია შპს „ტელეკომპანია მზის“ მიერ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდასთან დავაშირებით;
შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ მიერ NN6/6802-13, 25.11.13; 6/6900-13, 29.11.13; 6/6946-13, 04.12.14; 6/7415-13, 26.12.13; 6/397-14, 21.01.14; 6/2289-14, 23.04.14; წერილებით – მაუწყებლეთა მიერ რეკლამის განთავსებიდან, სპონსორობიდან, შემოწირულობიდან და ა.შ. მიღებული შემოსავალი;
შპს „რადიო კომერსანტის“ მიერ N6/5380-14, 26.08.14. წერილით – თბილისში მოქმედი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა სია, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების, დამფუძნებელებისა და საკონტაქტო მონაცემების მითითებით;
შპს „საქართველოს მედია ქსელის“ მიერ NN6/2675-14, 05.05.14; 6/3611-14, 04.06.14; 6/4331-14, 02.07.14; 6/4962-14, 06.08.14; 6/5474-14, 03.09.14; 6/6060-14, 06.10.14; 6/6567-14, 06.11.14 წერილებით – მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების სტატისტიკური ინფორმაცია;
შპს „ტელეარხი 25“–ის მიერ N6/3067-14, 16.05.14. წერილით – საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ჩამონათვალი, საკონტაქტო მონაცემების მითითებით;
შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ მიერ NN 6/3733-14, 10.06.14; 6/3997-14, 18.06.14; 6/4655-14, 17.07.14; წერილებით – კომისიის სხდომის ოქმები, კორესპონდენცია.
მოქალაქეებისა და ფიზიკური პირების მიერ:
გ. საბაძის N6/7009-13, 09.12.13 წერილით – ინფორმაცია ინტერნეტ პროვაიდერების შესახებ;
შ. ქურდაძის N9/21-14, 13.03.14; N9/27-14, 25.03.14; N9/48-14, 28.05.14; N9/102-14, 29.09.14; წერილით – შპს „სუპერ ტვ“–სთან დაკავშირებული ინფრომაცია; კომისიაში ვიზიტორთა თაობაზე მონაცემები;
მ. გოგოსაშვილის N9/36-14, 22.04.14 წერილით – ინფორმაცია შპს “I სტერეოსა“ და შპს „ჯი–დ–ეს თი-ვის“ შესახებ;
ი. მანველაძის N9/40-14, 02.05.14 წერილით – ინფორმაცია ინტერნეტ აბონენტების თაობაზე;
დ. რჩეულიშვილის N9/31-14, 10.04.14 წერილით – ქ. თბილისში კერძო ტელემაუწყებლობის განმახორციელებელი კომპანიების ჩამონათვალი, საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;
მ. ანდღულაძის N 9/103-14, 03.09.14 წერილით – ინფორმაცია კომისიის აპარატსა და კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 2013 წლის პირველი იანვრიდან 2014 წლის 23 სექტემბრამდე პერიოდში დასაქმებული პირების თაობაზე; N6/4450-14, 10.07.14 წერილით – საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირებისა და თანამგზავრული ლიცენზიის მფლობელი კომპანიების ჩამონათვალი;
ზ. ძიძიგურის N9/91-14, 12.08.14 წერილით – სიხშირული ზოლის მფლობელი ტელეკომპანიების შესახებ ინფორმაცია;
ა. კაიკაციშვილის N9/70-14, 25.06.14; N9/72-14, 25.06.14 წერილებით - მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ საჩივართან დაკავშირებული საქმისწარმოების მასალები; N9/93-14, 13.08.14 წერილით –კომისიის სხდომების აუდიოჩანაწერების მიწოდება, რის თაობაზე ე ცნობა, რომ კომისიის ვალდებულებას არ წარმოადგენს სხდომების აუდიოჩანაწერების წარმოება და შენახვა-დაარქივება. ჩანაწერი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის მომზადებასთან დაკავშირებულ შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტს და გააჩნია დამხმარე ფუნქცია, რომელიც ოქმის შედგენის შემდეგ ნადგურდება.ს. გორგოძის N9/83-14, 14.07.14 წერილით - კომისიის სხდომების ოქმები;
ბ. არზიანის N9/61-14, 03.06.14 წერილით – ინტერნეტ პროვაიდერებთან დაკავშირებული ინფორმაცია და ჩატარებული კვლევის შედეგები;
ი. პაპიძის N9/56-14, 02.06.14 წერილით – 2012–2013 წლებში ჩატარებულ არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევებისა და კომისიის მიერ განხორციელებული ზომების თაობაზე ინფორმაცია;
მ. მათეშვილის N9/62-14, 10.06.14 წერილით – სხვადასხვა ინფორმაცია ტელე–რადიომაუწყებლების თაობაზე რეგიონულ ჭრილში და „ეროვნული მაუწყებლის“ ცნების განმარტება;N9/114-14, 20.10.14 წერილით – შპს „რადიო კომერსანტის“ მიერ 2013 წლის ივლისის თვის ბოლო 2 კვირის სამაუწყებლო ბადით განსაზღვრული პროგრამების უწყვეტი ჩანაწერი, რის თაობაზეც განემარტა, რომ აღნიშნული ჩანაწერი კომისიაში დაცული არ არის;
ნ. მამუკელაშვილის N9/113-14, 20.10.14 წერილით – მაუწყებლობის ტრანზიტზე და თანამგზავრული მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ჩამონათვალი;
ნ. ჟღენტის N9/109-14, 15.10.14 წერილით – ინფორმაცია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის არჩევის კოდის 10–19 ფლობასთან დაკავშირებით;
ა. დაბრუნდაშვილის N9/116-14, 23.10.14 წერილით – საზოგადოებრივი აზრის კვლევასთან დაკავშირებით ინფორმაცია და განმარტება;
მ. დემეტრაძის მიერ N9/97-14, 04.09.14 და N9/98-14, 08.09.14. წერილებით – საქართველოს ყველა რეგიონის სატელეფონო კომპანიების ჩამონათვალი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;
შ. შოთაძის NN9/76-14, 07.07.14; 9/10-14, 14.02.14; 6/49-14, 22.05.14; 9/59-14, 06.06.14; 9/60-14, 09.06.14; 9/71-14, 25.06.14; 9/87-14, 27.07.14; წერილებით – ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე ავტორიზებული პირების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია, მათ მიერ გადახდილი რეგულირების საფასური, მათი შემოსავლები; გლობალური ინტერნეტ პროვაიდერების შესახებ ინფორმაცია; ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა; N9/15-14, 17.02.14; N9/20-14, 06.03.14. წერილით – კომისიის წევრების სახელფასო და პრემიარული ანაზღურების შესახებ ინფორმაცია; N9/30-14, 03.04.14 წერილით მოთხოვნილ საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების ანძებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემაზე უარი ეთქვა, ვინაიდან მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია განიხილება კომერციულ საიდუმლოებად და მისი გასაჯაროება არ შეიძლება ოპერატორების წერილობითი თანხმობის გარეშე;
ტ. ჯაიანის N9/14, 14.02.14 წერილით – ინტერნეტ მომხმარებლებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ინფორმაცია;
მ. მარქარაშვილის N9/22-14, 13.03.14 წერილით – ინფორმაცია შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯაოსელის“ და შპს „მობიტელის“ აბონენტების რაოდენობის შესახებ. მას კომისიის მიერ ეთხოვა მოთხოვნის დაზუსტება, N9/24-14, 17.03.14 წერილით დაზუსტდა მოთხოვნა და გაიცა ინფორმაცია კომისიის მიერ;
გ. კაჭარავას N9/125-14, 11.11.14. წერილით – ინფორმაცია სამეგრელოში მოქმედი ინტერნეტ პროვაიდერების შესახებ;
თ. უჩაძის N9/79-14, 08.07.14; 9/58-14, 05.06.14. წერილით – კომისიაში ყოფილ დასაქმებული პირის შესახებ ინფორმაცია და მისი სამსახურებრივი ფუნქციები;
ნ. გოგოლაძის N9/81-14, 10.07.14; N9/120-14, 11.03.14. წერილებით – მედიასექტორების სარეკლამო შემოსავლები; ინტერნეტპროვაიდერებისა და მომხმარებელბის შესახებ ინფორმაცია;
ი. ჩიკვილაძის N9/86-14, 18.07.14. წერილით – ქ. რუსთავში არსებული ფიქსირებული ქსელების აბონენტების რაოდენობა მომსახურების მიმწოდებელების მიხედვით; სს „სილქნეტის“ ინტერნეტ მომხმარებელბის რაოდენობა;
ა. ციტიაშვილი N9/73-14, 30.06.14 წერილით – სხვადასხვა სახის ინფორმაცია მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების შესახებ;
გ. ბოჩიკაშვილის N9/03-14, 24.01.14; 9/88-14, 01.08.14. წერილებით – ინფორმაცია ტელეკომპანიებთან დაკავშირებული საჩივრების, თვითრეგულირების მექანიზმის შესახებ და კომისიის გადაწყვეტილებების ასლები; საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად კომისიის მიერ ადამინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ ინფორმაცია, რის თაობაზეც განემარტა, რომ არცერთი მაუწყებლის მიმართ არ შედგენილა აღნიშნული სახის ოქმი;
ს. თათეშვილის N 9/95-14, 01.09.14. წერილით – საქართველოს მასშტაბით საკაბელო მაუწყებლობის მიმწოდებელი კომპანიების და სატელიტური თეფშების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია;
დ. თარხან–მოურავის N 9/47-14, 20.05.14. წერილით – კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი კომპანიების სია;
ს. ცეცხლაძის N9/132-14, 19.11.14; თ. ბერიძის N8/27-14, 17.02.14; ლ. უგრეხელიძის N6/1668-14, 24.03.14; 6/1904/14, 10.04.14; წერილებით – საქართველოში ინტერნეტის, მათ შორის მობილუირ ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა, საქართველოში რეგისტრირებული ინტერნეტ პროვაიდერების სია, მათ მიერ გამოყენებული ტექნოლოგიების მითითებით;
გ. კნაუერის N8/180-14, 28.07.14. წერილით – საქართველოში არსებული რადიოსადგურების ჩამონათვალი;
რ. გოუდის N8/248-14, 01.10.14. წერილით – საქართველოს ეროვნულ ნუმერაციის გეგმა;
ჯ. მანნინგის N8/126-14, 10.06.14. წერილით – საქართველოში ტელევიზიის მქონე ოჯახების რაოდენობა;
ჯონ კეი პარკის N 8/24-14, 10.02.14 წერილით – შპს „კავკასუს ონლაინის“, სს „სილქნეტის“, შპს „მაგთისატის“ და შპს „გლობალ ტვ“–ს აბონენტების შესახებ ინფორმაცია;
ლუსინ ნანიანის მიერ N8/31-14, 24.02.14; N8-110-14, 28.05.14. წერილებით – მაუწყებლების აბონენტთა რაოდენობა სააბონენტო პაკეტების მიხედვით (გაეგზავნა მხოლოდ ინფორმაცია აბონენტთა რაოდენობის შესახებ, ხოლო პაკეტების მიხედვით ინფომაციის გაგზავნაზე ეთქვა უარი, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას).
სხვადასხვა:
EY Georgia–ს NN 6/6303-14, 20.10.14; 6/6302-14, 20.10.14; 6/6503-14, 29.10.14; 6/6646-14, 12.11.14; 6/6647-14, 12.11.14; წერილებით – სხვადასხვა სახის ინფორმაცია შპს „კავკასუს ონლაინთან“ და შპს „რკინიგზის ტელეკომთან“ დაკავშირებით;
კომპანია “ACT“–ს N6/6830-14, 26.11.14; 6/4437-14, 09.0714. წერილებით ინფორმაცია მობილური ოპერატორების ბრენდების რაოდენობების შესახებ;
შპს „დელტა მედიას“ 6/1866-14, 04.04.14; 6/1955-14, 14.04.14. წერილებით - IP ტელევიზიების აბონენტთა რაოდენონობა, ციფრულ და ანალოგურ ტელერადიომაუწყებელთა ჩამონათვალი (
განემარტა შპს „დელტა მედიას“რომ ტელე-რადიომაუწყებლების ჩამონათვალი და დაფარვის ტექნიკური ზონები უცნობია, ვინაიდან ჯერ არ გაცემულა ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშურული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია);
საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის N6/6864-13, 27.11.13. წერილით – საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი საკაბელო სატრანზიტო კომპანიების ჩამონათვალი, საკონტაქტო მონაცემების მითითებით; N6/3148-14, 19.05.14 წერილით – შპს „გეოკრიპტსა“ და რუსეთის დახურული სააქციო საზოგადოება „პირველი არხის მსოფლიო ქსელს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება (ხელშეკრულება არ გაიცა, ვინაიდან კომისიაში დაცული არ არის);
შპს „თი–ვი ემ–არ საქართველოს“ N2459-14, 29.04.14.; შპს „სი–ენ–ეი ჯორჯიას“ N6/139-14, 15.01.14. წერილებით– საკაბელო სატრანზიტო კომპანიების ჩამონათვალი, საკონტაქტო მონაცემების მითითებით;
შპს „ჯორჯიან ენერჯი კომუნიკეიშენის“ N 6/604-14, 04.02.14 წერილით – შპს „რედექსის“ სალიცენზიო პირობები; N7– რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F22 ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია; შპს „ჯორჯიან ენერჯი კომუნიკეიშენის“ და შპს „გამა სისტემსის“ N7/49-14, 10.02.14 წერილით – რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის F22 ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;
შპს “Caucasus Media Services”–ს N6/6059-14, 06.10.14 წერილებით – შპს „შონი ოცდამეორეს“, შპს „სტუდია ტივის“ და შპს „დიდგორი 2“–ის მიმართ კომისიის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები; 6/429-14, 30.06.14. წერილით – საკაბელო სატრანზიტო კომპანიების ჩამონათვალი, საკონტაქტო მონაცემების მითითებით;
Euro Media Services NN 6/606-14, 04.02.14; 6/1697-14, 25.03.14; წერილებით – საკაბელო სატრანზიტო კომპანიების ჩამონათვალი, საკონტაქტო მონაცემების მითითებით; N2905-14, 14.05.14. წერილით – ინფორმაცია შპს „ბექა–ჯისთან“ დაკავშირებით;
გაზეთ „ივერიას“ N6/4556-14, 15.07.14 წერილით – თბილისში მოქმედი კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა სია, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების, დამფუძნებელებისა და საკონტაქტო მონაცემების მითითებით;
საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსის“ N6/14-14, 03.01.14 წერილით – ინფორმაცია შპს ტელე–რადიოკომპანია „ქართლის“ შესახებ;
საინფორმაციო საგენტო „სარკის“ N6/845-14, 18.02.14 წერილით – სტატისტიკური ინფორმაცია;
შპს „TV MEDIANET“–ის NN 6/7136-13, 18.12.13; 6/1951-14, 14.04.14; 6/1644-14, 27.03.14; 6/4252-14, 26.06.14; შპს „ვასაძე და კომპანიონების“ N 6/6784-13, 22.11.13; წერილებით – მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ჩამონათვალი დეტალური ინფორმაციის მითითებით;
კომპანია „”EXPERTDIGITAL“–ის N6/5807-14, 19.09.14 წერილით – საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ჩამონათვალი, საკონტაქტო მონაცემების მითითებით;
The Financial” –ის N 8/03-14, 13.01.14; N6/2547-14, 30.04.14. წერილებით – მობილური კომპანიების შემოსავლები დღგ–ს გარეშე 2013 წლის პირველ კვარტალში; N6/2548-14, 30.04.14; 6/2740-14, 07.05.14 წერილებით - სარეკლამო კანონმდებლობის დარღვევის გამო კომისიის მიერ კომპანიების სანქცირების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების ასლები;
შპს „ევროკონტენტის“ მიერ N6/14, 03.01.14 წერილით – მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების სტატისტიკური ინფორმაცია. (კომისიისგან განემარტა, რომ წერილში მითითებული მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების მიერ მოთხოვნილია კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობა. საკითხი განხილვის ეტაპზეა და მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელი იქნება კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად).
კომისია აწარმოებს მიმოწერას ელექტრონული ფოსტის (post@gncc.ge ) მეშვეობითაც და ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული განცხადებების საფუძველზე გაიცემა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.
გაზეთ „ყველა სიახლის“ მიერ N 6/33-14, 08.01.14. წერილით მოთხოვნილი იყო – შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „მობიტელის“ მომხმარებელთა საჩივრების ასლები. (ინფორმაცია არ გაგზავნილა, ვინაიდან გაზეთი „ყველა სიახლე“ პასუხის გაცემამდე დაიხურა).
საანგარიშო პერიოდში კომისიას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას გასაჩივრებასთან დაკავშირებული არანაირი ხარჯები არ გაუღია და, შესაბამისად, მეორე მხარის სასარგებლოდ თანხის გადახდის შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
საანგარიშო პერიოდში „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული მოსაკრებლის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოუდგენლობის გამო საჯარო ინფორმაციის გაცემა შეჩერებულია: შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ N6/6865-13, 28.11.13; შპს „TV ERA“–ს NN6/2258-14, 23.04.14; 6/5568-14, 11.09.14; 6/3024, 16.05.14; EY Georgia–ს NN 6/6303-14, 20.10.14; შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ N6/6592-14, 07.11.14. ა.დაბრუნდაშვილის N9/96-14, 04.09.14. განცხადებებზე.
საჯარო ინფორმაციის გაცემა განხორციელდება გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ.
ანგარიშის მომზადების მომენტისათვის (01.12.2014 წელი):
ა) პასუხი გაცემულია 276 წერილზე;
ბ) მიმდინარე ეტაპზე წარმოებაში არის 16 განცხადება.
საანგარიშო პერიოდში კომისიას გადაწყვეტილება, საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე, არ მიუღია.
“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 13-ე მუხლის ბ) პუნქტის, აგრეთვე “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ა) პუნქტის და მე-17 მუხლის შესაბამისად, კომისია სისტემატიურად აწარმოებს ავტორიზებულ პირთა და სალიცენზიო უწყებრივ რეესტრებს, რომელიც მოიცავს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში მოქმედი კომპანიების შესახებ საინფორმაციო ბაზას. ზემოაღნიშნული ბაზა შეიცავს აგრეთვე ინფორმაციას კომპანიების ავტორიზაციის, მინიჭებული სიხშირეების, სარგებლობაში არსებული ნუმერაციის რესურსის და სხვა მონაცემების თაობაზე.
”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოებული უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი 2006 წლიდან იწარმოება ელექტრონულ ფორმატში.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრში შეტანილი ინფორმაციის რაოდენობა და ტიპოლოგია მოიცავს როგორც ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ, ასევე დამატებით მონაცემებს.
2014 წლის 06 მაისს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესებში“შევიდა ცვლილება და განისაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი. ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, კომისია უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას საკუთარ ელექტრონულ რესურსზე (კომისიის ვებგვერდი - www.gncc.ge);
ნებისმიერ პირს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდს (www.gncc.ge).
კომისიის წარდგინებით “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის გათვალისწინებული მონაცემები შეიტანება სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.
კომისიაში შემოსულ ან მისი საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ საიდუმლო დოკუმენტაციის საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელია კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით საგანგებოდ დანიშნული პირი.
საანგარიშო პერიოდში მიღებულია 3 გადაწყვეტილება, რომელიც შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას . საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის 33-ე მუხლით განსაზღვრული საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნების წესის შესაბამისად, საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის (გადაწყვეტილებების საიდუმლო დანართები) ამოღების შემდეგ საიდუმლო საჯარო ინფორმაციის გონივრულ ფარგლებში გამოცალკევებადი ნაწილი გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ გვერდზე ინტერნეტში.
მოთხოვნის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე.
საანგარიშო პერიოდში კომისიამ მიიღო:
1 გადაწყვეტილება კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ;
9 გადაწყვეტილება ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ.
კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ კომისიამ მიიღო 2 გადაწყვეტილება:
N319/12 - 13 ივნისი, 2014 - სს „მედიაფონის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სს „მედიაფონის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ღიაობის თაობაზე;
N534/20 - 25 სექტემბერი, 2014 - შპს „სტერეო+“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.
კომისიაში შემოსულ და კომისიის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სამართლებრივი, სალიცენზიო, ეკონომიკური და ტექნიკური მნიშვნელობის დოკუმენტები შედის კომისიის საარქივო ფონდში. საარქივო საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელია თავმჯდომარის ბრძანებით საგანგებოდ დანიშნული პირი.
საანგარიშო პერიოდში დაარქივდა და კომისიის უწყებრივ არქივს გადაეცა 53 საქმე.
”საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისია საჯარო ინფორმაციის ასლს გასცემს ინფორმაციის მომთხოვნის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გაცემისათვის დადგენილი მოსაკრებლის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდისა დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ.
საანგარიშო პერიოდში კომისიის მიერ განხორციელდა პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების 16 ფაქტი.
საანგარიშო პერიოდში კომისიის საშტატო ნუსხაში არსებულ ვაკანსიებზე მიღებულ - დასაქმებულზე კომისიის მიერ მოთხოვნილი, დამუშავებული და შენახული იქნა შემდეგი პერსონალური მონაცემები:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან ცნობა სამუშაო ადგილიდან;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
საანგარიშო პერიოდში პერსონალური მონაცემების მოთხოვნის თაობაზე კომისიაში შემოსული იყო 2 განცხადება, რომლებიც არ დაკმაყოფილდა დასაქმებული პირის წერილობითი უარის საფუძველზე.
კომისია, ასევე, ასრულებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის მოთხოვნებს კომისიის სხდომათა საჯაროობის თაობაზე. კერძოდ:
ღიად და საჯაროდ წარმართავს თავის სხდომებს; ასრულებს მოთხოვნას საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე და ა.შ.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომისიის მიერ განხორციელებულ საქმიანობაში, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებისა, დაცულია “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის კ) ქვეპუნქტის, აგრეთვე “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნები, შესაბამისად ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების, აგრეთვე ტარიფების დადგენის, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ეწყობა საჯარო განხილვები, ცნობები საჯარო განხილვების ჩატარების შესახებ და განსახილველი საკითხების პროექტები, დადგენილი წესის შესაბამისად, ქვეყნდება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე. აღნიშნულ საკითხებზე ტარდება საჯარო ზეპირი მოსმენები (საანგარიშო პერიოდში კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ 74 ცნობა, ჩატარებულია 49 ზეპირი მოსმენის, 5 მოსამზადებელი და 96 სხდომა. კომისიის სხდომებზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერსებულ პირს. კომისიის მიერ მიღებული დადგენილებები, გადაწყვეტილებები და კომისიის თავმჯდომარის ბრძანებები ძირითადი საქმიანობის შესახებ, სისტემატიურად ქვეყნდება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე და, შესაბამისად, უზრუნველყოფილია მათი საჯაროობა.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი
აკაკი სიხარულიძე