„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №ნ-8 |
|
2020 წლის 10 ივნისი ქ. თბილისი |
1. ბრძანების:
ა) საფუძველი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა და 71 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“.
ბ) პირველი მუხლის:
ბ.ა) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ წარსადგენი ინფორმაციის ფორმები: „აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) გარიგებების შესახებ ინფორმაცია“ და „აუდიტორული გარიგების სუბიექტთან არსებული სხვა გარიგებების შესახებ ინფორმაცია“, დანართ №4-ის შესაბამისად.“.
ბ.ბ) ,,გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:
,,დ) მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით პირისაგან/აუდიტორისაგან/აუდიტორული ფირმისგან მატერიალური ფორმით ან/და ელექტრონული ფორმით გამოსათხოვი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, დანართ №3-ის შესაბამისად“.
2. ბრძანებას დაემატოს დანართი N3 თანდართული რედაქციით.
3. ბრძანებით დამტკიცებული წესის (დანართი N1):
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სამსახურის საქმიანობა, ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის ეფექტიანად გახორციელების მიზნით, მონიტორინგამდე ან/და მის მიერ მონიტორინგის ეტაპზე პირის/აუდიტორის, აუდიტორული ფირმისა და მისი გარიგების პარტნიორისათვის დაგეგმილი პროცედურები, მონიტორინგის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება (მათ შორის, რეკომენდაცია) ემსახურება საქართველოში აუდიტორული მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობას, სფეროში არსებული სისტემური რისკების გამოვლენას და მათი გავლენის შემცირებას, ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სექტორში ინფორმაციული ასიმეტრიის აღმოფხვრასა და პროცესების გამჭვირვალობის დონის ამაღლებას.“;
ბ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სამსახური უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით, მონიტორინგის განხორციელება დაიწყოს კანონით განსაზღვრული ვადებისაგან განსხვავებულ ვადებში, რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე აღმოჩენილი გარემოების (მათ შორის, წინა მონიტორინგის შედეგების ან/და ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი N3-ის საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე) ან/და სამსახურისათვის წარდგენილი წერილის ან/და საჩივრის ან/და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას. სამსახური რისკების მართვისათვის იყენებს შესაბამის მეთოლოგიას და პროგრამულ უზრუნველყოფას.
გ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად აკმაყოფილებდეს რეესტრში რეგისტრაციის პირობებს. სამსახური უფლებამოსილია რეესტრში ასახული ინფორმაციის სისწორის გადამოწმების მიზნით პირისგან/აუდიტორისგან/აუდიტორული ფირმისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია. სამსახურის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში პირი/აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია სამსახურს მიაწოდოს ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია“;
დ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. თუ განცხადების განხილვისას სამსახურის სისტემაში არსებული ინფორმაცია არ ასახავს მიმდინარე თარიღისათვის აუდიტორის/აუდიტორული ფირმის შესახებ არსებულ ინფორმაციას, მონიტორინგის პროცესის სწორად დაგეგმვის უზრუნველსაყოფად სამსახური უფლებამოსილია აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას მოსთხოვოს არსებული ინფორმაციის განახლება ან/და გადამოწმება".
2. ამ ბრძანებით დამტკიცებული ,,მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით აუდიტორისაგან/აუდიტორული ფირმისგან ინფორმაცია/დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვის წესის“ (დანართი N3) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივლისიდან.
|
2. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია:
ა) აუდიტორული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დადებიდან 10 სამუშაო დღეში ელექტრონული ფორმით ასახოს ინფორმაცია:
ა.ა) სუბიექტის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელწოდება და კატეგორია);
ა.ბ) აუდიტორული მომსახურების უწყვეტად განხორციელებული წლების რაოდენობის შესახებ;
ა.გ) აუდიტორული მომსახურების ხელშეკრულების თარიღისა და საგნის შესახებ;
ა.დ) გარიგების პარტნიორის ვინაობისა და რეესტრში რეგისტრაციის ნომრის შესახებ;
ა.ე) აუდიტს დაქვემდებარებული საანგარიშგებო პერიოდის დაწყებისა და დასრულების თარიღის შესახებ;
ა.ვ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების (დღგ-ს გარეშე) შესახებ (თანხა აისახება ეროვნულ ვალუტაში);
ა.ზ) გარიგების შეფასებული რისკის შესახებ (დამკვეთის აყვანის ან ურთიერთობის გაგრძელების ეტაპზე);
ბ) კვარტალში ერთხელ, არაუგვიანეს აპრილის/ივლისის/ოქტომბრის/იანვრის თვის 20 რიცხვისა, ელექტრონული ფორმით ასახოს ინფორმაცია:
ბ.ა) გარიგებაზე დასაქმებული პერსონალის რაოდენობის შესახებ;
ბ.ბ) აუდიტორული მომსახურების დაწყებისა და დასრულების თარიღის შესახებ;
ბ.გ) გარიგების შეწყვეტის შესახებ.
შენიშვნა:
1. გარიგების შეწყვეტის შემთხვევაში არ მიეთითება ამ პუნქტის ,,ბ.დ“ და ,,ბ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია.
2. გარიგების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის ამ პუნქტით დადგენილი წესით დადასტურება არ ჩაითვლება ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 132 მუხლის მოთხოვნის შესრულებად და აუდიტორი/აუდიტორული (აუდიტური) ფირმა ვალდებულია საწარმოსთან დადებული ხელშეკრულებიდან გასვლა შესაბამისი დასაბუთებით შეატყობინოს სამსახურს.
ბ.დ) დასკვნის გაცემის თარიღის შესახებ;
ბ.ე) აუდიტორული მოსაზრების ტიპის შესახებ.