„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№ნ-17
სარეგისტრაციო კოდი
260030000.64.076.016070
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/11/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-17
2019 წლის 1 ნოემბერი
ქ. თბილისი

 

„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
 „ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 (სსმ, ვებგვერდი, 13/07/2017; სარეგისტრაციო კოდი: 260030000.64.076.016017) ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება  და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. მონიტორინგი სავალდებულო წესით

აუდიტორისათვის და აუდიტორული ფირმისათვის თავდაპირველი მონიტორინგის განხორციელების თარიღის ვადის ათვლა იწყება რეესტრში რეგისტრაციის მომდევნო დღიდან, ხოლო ყოველი განმეორებითი მონიტორინგის განხორციელების თარიღის ვადის ათვლა ხდება მონიტორინგის შედეგების შესახებ სამსახურის  გადაწყვეტილების მიღების   მომდევნო დღიდან.“.

2. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია წარადგინოს სამსახურის მიერ მონიტორინგისათვის მოთხოვნილი საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში.“.

3. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. მონიტორინგის გეგმაში შეტანილი გარიგებების დალუქვა ხორციელდება ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენიდან ან/და მონიტორინგის გეგმაში ცვლილების განხორციელებიდან უმოკლეს ვადაში.“.

4. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. მონიტორინგის შედეგები (დასკვნითი შეფასების კატეგორია, მომსახურების შეზღუდვა, რეკომენდაცია და პასუხისმგებლობის სახე, ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯაროა. აღნიშნული შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აისახება რეესტრში. სამსახური უფლებამოსილია შეზღუდოს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის და სუბიექტის შესახებ ინფორმაციის სრულად გამოქვეყნება, თუ აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება საფრთხეს უქმნის შესაბამისი დარგის ფინანსურ სტაბილურობას.“.

5. ბრძანების 21-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 21. მონიტორინგის შედეგების დასკვნითი შეფასება (კატეგორია, შეზღუდვა) და რეკომენდაცია“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სდპ-სათვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას და მის გარიგების პარტნიორს, რომელზეც სამსახურის მიერ გაიცა პირველი ან მეორე კატეგორიის დასკვნა. სამსახური უფლებამოსილია თემატური მონიტორინგის განხორციელების გზით, სდპ-სათვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება მიანიჭოს აუდიტორული ფირმის (რომელზეც გაცემულია პირველი ან მეორე კატეგორიის დასკვნა) გარიგების პარტნიორს. საბოლოო დასკვნითი შეფასების გაცემისას სამსახური უფლებამოსილია შეზღუდოს სდპ-ების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება გარიგების პარტნიორისთვის.“;

გ) მე-3 პუნქტდაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 ქვეპუნქტები:

,,31. პირველი ზომითი კატეგორიის საწარმოებისა და პირველი ზომითი კატეგორიის ჯგუფების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის (რომელიც განსაზღვრულია  კანონმდებლობით დადგენილი წესით) განხორციელების უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას და მის გარიგების პარტნიორს, რომელზეც სამსახურის მიერ გაიცა პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის დასკვნა.

32. მეორე ზომითი კატეგორიის საწარმოებისა და მეორე ზომითი კატეგორიის ჯგუფების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის (რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობით დადგენილი წესით) განხორციელების უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას და მის გარიგების პარტნიორს, რომელზეც სამსახურის მიერ გაიცა პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიის დასკვნითი შეფასება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე