„ახალციხის მუნიციპალიტეტში საჯარო ინპორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 11.12.2014
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №53
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.138.016180
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/12/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.12.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე | ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბორჯომის მუნიციპალიტეტში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„ახალციხის მუნიციპალიტეტში საჯარო ინპორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №53
2014 წლის 11 დეკემბერი
ქ. ახალციხე
“ახალციხის მუნიციპალიტეტში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე
დანართი 1
ახალციხის მუნიციპალიტეტში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის (შემდგომში ინფორმაცია) ახალციხის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ რესურსებზე (ახალციხის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე) განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს.
2.
ვებ-გვერდის მისამართია: www.akhaltsikhe.ge.
მუხლი 2🔗.
ვებ-გვერდზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება
1.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში არსებული, საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესს და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალს.
2.
წინამდებარე წესი ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე, რომელიც ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალური მონაცემებისათვის, სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციისა.
3.
ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ახალციხის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში ამისათვის განსაზღვრული პასუხისმგებელი პირები, ხოლო ვებ-გვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისათვის პასუხისმგებელი პირი.
4.
პროაქტიული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება Word-ის ან PDF ფორმატში.
5.
საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.
6.
ვებ-გვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებ-გვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
7.
. პროაქტიული ინფორმაციის, ვებ-გვერდის განთავსებაზე კონტროლს ახორციელებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
8.
. ვებ-გვერდისა და მასში განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებები დაცულია საქართველოს კანონით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.“
9.
ვებ-გვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა.
მუხლი 3🔗.
ინფორმაციის კატეგორიები
1.
ვებ-გვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციას მიეკუთვნება:
ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს/გამგეობის სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულებები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
გ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების შესახებ: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
დ) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული
ერთეულების მისამართები, ელექტრონული ფოსტის მისამართები, სამსახურეობრივი ტელეფონის ნომრები
(განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
ვ) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში შემოსული და ასევე გაცემული განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა (ქვეყნდება კვარტალურად);
ზ) ინფორმაცია ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობიაში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
თ) სამართლებრივი აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობიაში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესებს (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
ი) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა (ქვეყნდება ყოველწლიურად);
კ) ინფორმაცია იმ მოსაკრებლების ან საფასურის შესახებ, რომელიც დადგენილია ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ;
ლ) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები (ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში).
2.
კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში.
3.
ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია - წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში.
მუხლი 4🔗.
გარდამავალი დებულებანი
1.
ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება ვრცელდება იმ ინფორმაციაზე, რომელიც შექმნილია 2014 წლის 14 ივლისის შემდგომ.
2.
ახალციხის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ამ დადგენილებით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნებას საკუთარ ელექტრონულ რესურსებზე არაუგვიანეს 2015 წლის 1 თებერვლამდე.