საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2018 წლის 26 იანვარი ქ. სამტრედია |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე.
3. ამ წესის მოქმედება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ყველა სტრუქტურულ ერთეულზე, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მიზნით, პასუხისმგებელი პირისთვის ინფორმაციის ზუსტი და დროული მიწოდება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საკრებულოს აპარატისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მიერ.
3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მიზნით, პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს ინფორმაციის ვებგვერდზე დროულად განთავსებას და პერიოდულ განახლებას.
4. ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციას განეკუთვნება:
ა) მუნიციპალიტეტში მიღებული ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო ან/და კომერციულ საიდუმლოებას ან სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს მიკუთვნებულ ინფორმაციას (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილის, წევრების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
გ) ინფორმაცია საკრებულოს ფრაქციების და კომისიების შემადგენლობის შესახებ (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
დ) მერიის და მოადგილეების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ე) საკრებულოს აპარატის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და ფუნქციები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ვ) საკრებულოს აპარატის უფროსის, საკრებულოს აპარატში დასაქმებულ პირთა შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ზ) მერიის სამსახურების უფროსების, მერიაში დასაქმებულ პირთა შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
თ) მუნიციპალიტეტის მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი, საკრებულოს აპარატისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ტელეფონის ნომრები, ელექტრონული ფოსტის მისამართი (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ი) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
კ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად, მუნიციპალიტეტში შემოსული განცხადებების და მათზე გაცემული პასუხების შესახებ ზოგადი სტატისტიკა (ქვეყნდება კვარტალურად www.samtredia.gov.ge);
ლ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში).
5. ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია. ასევე ის ინფორმაცია, რომელიც არ არის გამოქვეყნებული სხვა წესით.
2. პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი განყოფილება „საჯარო ინფორმაცია”, რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია.
3. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.
4. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.
5. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე გაგზავნის მეშვეობით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით.
3. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით დადგენილი ვადები.
4. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება განცხადების ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე შემოსვლისა და მისი რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღიდან.
5. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, პასუხისმგებელი პირი დაინტერესებული პირის თანხმობის შემთხვევაში უზრუნველყოფს ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერას და გაცემას „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობით მოსაკრებლის გადახდის შემდეგ.
|