„ახალციხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 11.12.2014
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №52
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.138.016179
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/12/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.12.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე | ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„ახალციხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ”
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №52
2014 წლის 11 დეკემბერი
ქ. ახალციხე
“ახალციხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ”
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება დანართის N1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე
დანართი N1
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
წინამდებარე დებულება ადგენს ახალციხის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის (შემდგომში ვებგვერდი) შევსების,ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.
2.
ვებ-გვერდის დანიშნულებაა:
ა)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;
ბ)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან; საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები მუნიციპალიტეტის ორგანოებს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.
3.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია: www.akhaltsikhe.ge.
მუხლი 2🔗.
ვებ-გვერდის ადმინისტრირება
1.
ვებ-გვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
2.
ვებ-გვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა) ვებ-გვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ვებ-გვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ) ინფორმაციის განთავსებას;
დ) ვებ-გვერდზე შემოსული წინადადებისა და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსისათვის;
ე) ვებ-გვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.
3.
გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვებ-გვერდზე განსათავსებლად სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული დაწესებულებებისათვის.
მუხლი 3🔗.
ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი
1.
ვებ -გვერდზე განთავსებული ინფორმაცია წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას. იგი საჯარო და უსასყიდლოა.
2.
ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.
3.
ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებ-გვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
4.
ვებ-გვერდის შევსების წყაროებია:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ბ) თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
გ) თვითმმართველობის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტ რესურსები;
ე)ის საზოგადოებრივი ორგანიზაციები რომლებიც ახორციელებენ ერთობლივ პროექტს მუნიციპალიტეტთან.
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.
5.
ვებ-გვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) მუდმივი (ყოველდღიური);
ბ) პერიოდული (ყოველკვირეული, ყოველთვიური);
გ) ერთჯერადი.
მუხლი 4🔗.
ვებ-გვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება.
1.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები, თვითმმართველი ერთეულის საჯარო დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები ადმინისტრაციულ სამსახურს აწვდიან ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით წინამდებარე დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის ვადების დაცვით.
2.
ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებ-გვერდზე დროული, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე ადმინისტრაციული სამსახური.
3.
ინფორმაციის მიწოდების ვადებია:
ა) მუდმივად განახლებადი – არაუგვიანეს მომდევნო დღის 14.00 სთ
ბ)ყოველკვირეული–არაუგვიანეს მომდევნო კვირის 14,00სთ.
გ) ყოველთვიური – არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
მუხლი 5🔗.
ვებ-გვერდის ძირითადი სტრუქტურა
ა) გამგეობა;
ბ)საკრებულო;
გ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები
დ) სამართლებრივი აქტები;
ე) ახალი ამბები;
ვ) კულტურა და სპორტი;
ზ) ეკონომიკა და სოციალური სფერო;
თ) პროგრამები და პროექტები;
ი)ფოტოგალერეა
კ) კონტაქტი.
მუხლი 6🔗.
ვებ-გვერდის განყოფილებათა სტრუქტურა
1.
საკრებულოს განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);
ბ) საკრებულოს თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა,უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების დრო);
გ) საკრებულოს წევრები (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი)
დ) საკრებულოს კომისიები ( კომისიის შემადგენლობა,უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, სხდომის ოქმები);
ე) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფები (სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, უფლებამოსილება)
ვ) საკრებულოს ბიურო (შემადგენლობა, უფლებამოსილება, ბიუროს სხდომის ოქმები);
ზ) საკრებულოს ფრაქციები (ფრაქციის წესდება, ფრაქციის შემადგენლობა, ფრაქციის სხდომის ოქმები, ფრაქციის განცხადებები და მიმართვები);
თ) საკრებულოს აპარატი (აპარატის დებულება, აპარატის უფროსი (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი და მისამართი), აპარატის სტრუქტურა, სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილება, პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით);
2.
გამგეობის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) გამგეობის დებულება;
ბ) გამგეობის თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების დრო);
გ) გამგეობის სტრუქტურა;
დ)გამგეობის სტრუქტურული ერთეულები (სტრუქტურული ერთეულის დებულება, სამუშაო გეგმა, პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით);
3.
გამგეობის წარმომადგენლები, მათი მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი).
4.
სამართლებრივი აქტების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი ბაზა (კანონები, პრეზიდენტის ბრძანებულებები, მთავრობის დადგენილებები და სხვა ნორმატიული აქტები);
ბ) საკრებულოს სამართლებრივი აქტები:
ბ.ა) საკრებულოს დადგენილებები, საკრებულოს განკარგულებები;
ბ.გ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი;
ბ.ე) თვითმმართველი ერთეულის განვითარების გეგმა.
5.
ახალი ამბების განყოფილებაში თავსდება ინფორმაცია თვითმმართველ ერთეულში მომხდარ და მიმდინარე მოვლენებზე.
6.
.ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) ეკონომიკა;
ბ) ვაჭრობა და მომსახურება;
გ) ეკოლოგია;
დ) სივრცით-ტერიტორიული მოწყობა და მშენებლობა;
ე) თვითმმართველი ერთეულის ქონება;
ვ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა;
ზ) განათლება;
თ) კულტურა;
ი) ძეგლთა დაცვა;
კ) სპორტი;
ლ) დასაქმება ( ვაკანსიები, კონკურსები);
მ) მასმედია:
ნ) საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები.
7.
პროგრამების და პროექტების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) მუნიციპალური პროგრამები;
გ) ტენდერები;
დ) აუქციონები.
8.
ფოტოგალერეა;
9.
კონტაქტები ( ვებგვერდზე პასუხისმგებელი პირი, ტელეფონის ნომერი, გამგეობისა და საკრებულოს ელ-ფოსტები).