საქართველოს მთავარი პროკურატურის 2014 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავარი პროკურატურის 2014 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს მთავარი პროკურატურის 2014 წლის ანგარიშს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ.
2014 წელს საქართველოს მთავარ პროკურატურაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ შემოსულია 305 განცხადება. აქედან: საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად სრულად გაიცა 152 შემთხვევაში, 66 შემთხვევაში განცხადება ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული, 07 შემთხვევაში წარმოდგენილი განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, 54 შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, 05 შემთხვევაში წარმოდგენილი განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად, 21 განცხადებაზე კი დღევანდელი მდგომარეობით არ ამოწურულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით დადგენილი ინფორმაციის გაცემის ვადა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს:
ა)ოცდარვა შემთხვევაში დაინტერესებული პირის მოთხოვნა უკავშირდებოდა სისხლის სამართლის საქმის წარმოებასა და პირის სისხლისსამართლებრივ დევნას;
ბ) ორ შემთხვევაში დაინტერსებული პირის მოთხოვნა უკავშირდებოდა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციის მიწოდებას;
გ)ექვს შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა კანონის განმარტებას, რაც სცილდება საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებს;
დ)თერთმეტ შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილ იქნა სხვა პირის პერსონალური მონაცემები. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს პროკურატურის უარი ეფუძნებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 371 მუხლის მე-3 ნაწილის და 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნების დაცვის ინტერესს;
ე)ხუთ შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე საქართველოს პროკურატურა სტატისტიკურ აღრიცხვას არ აწარმოებდა;
ვ)ორ შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგენდა საქართველოს პროკურატურაში დაცულ, დამუშავებულ, შექმნილ ან გაგზავნილ ინფორმაციას.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გამო სამ შემთხვევაში დაინტერესებული მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, რომელთაგანაც ერთ შემთხვევაში ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს უარი ეთქვა მის დაკმაყოფილებაზე, ხოლო ორ შემთხვევაში ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამასთან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გამო დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ იქნა ოთხი სარჩელი, საიდანაც ერთ შემთხვევაში სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო, ხოლო სამ შემთხვევაში მიმდინარეობს სასამართლო განხილვა.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ნაწილობრივ უარის თქმისას საქართველოს პროკურატურის მიერ მიჩნეულ იქნა, რომ დაინტერესებული პირის მოთხოვნა ნაწილობრივ უკავშირდებოდა სისხლის სამართლის საქმის წარმოებასა და პირის სისხლისსამართლებრივ დევნას, ასევე პირის პერსონალური მონაცემების განსაჯაროებას. ამასთან, ნაწილობრივ მოთხოვნილ იქნა ისეთი ინფორმაცია, რომლის აღრიცხვას საქართველოს პროკურატურა არ აწარმოებდა. შესაბამისად დაინტერესებულ პირს მიეწოდა საქართველოს პროკურატურაში დაცული ინფორმაცია და ასევე ის ინფორმაცია, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად მიჩნეულია საჯარო ინფორმაციად.
საჯარო მოსამსახურეთა მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის და პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევა საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2014 წლის განმავლობაში არ გამოვლენილა.
საქართველოს მთავარი პროკურატურა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს.
2014 წლის განმავლობაში საქართველოს პროკურატურაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე: საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარატმენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი.
საქართველოს მთავარი პროკურორის
მოვალეობის შემსრულებელი: ირაკლი შოთაძე