საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.12.2014 ძალადაკარგული 11.12.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2930-Iს
სარეგისტრაციო კოდი
120090000.09.001.016254
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტისა და 267-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,

 

საქართველოს პარლამენტი ადგენს:


1. დამტკიცდეს საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) 2015 წელს: არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა; მათგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსი − არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა.

2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე სამხედრო ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 24 დეკემბრის №1842-რს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.12.2013, სარეგისტრაციო კოდი: 120090000.09.001.016192).

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიმანანა კობახიძე

 

ქუთაისი,

11 დეკემბერი 2014 წ.

N2930-Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.12.2015.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 11.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2930-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 120090000.09.001.016254.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 11.12.2015-დან.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.12.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“, №2930-Iს, 11.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 120090000.09.001.016254 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2616596/