სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლის
2014 წლის ანგარიში
2014 წლის დასაწყისშისკრის საჯარო სკოლაში ირიცხებოდა 182 მოსწავლე.
2014 წლის მაისში ჩატარდა მე-12 კლასის გამოსაშვები გამოცდები ოთხ საგანში დარეგისტრირებული იყო 19 მოსწავლე. ზღვარი ვერ გადალახა ოთხმამოსწავლემ. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო ათიმოსწავლე , სტუდენტი გახდა ათივე და მათგან ერთმა მიიღო 70% გრანტი. ერთმა მოსწავლემ საშუალო საფეხური ვერცხლის მედალზე დაასრულა.
საგნობრივ ოლიმპიადის მეორე ტურში გადავიდაათიმოსწავლე. მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაზე ,,ეკოლოგიის სექციაში’’ მეცხრე კლასის მოსწავლეებმა დაიმსახურეს სიგელი. მონაწილეობა მივიღეთ სამოქალაქო განათლების კონკურსში ,,საქართველო და დემოკრატია’’, მონაწილეობდნენ მეცხრე კლასის მოსწავლეები. დაიმსახურეს სიგელები და ფასიანი საჩუქრები.
ცხრა მოსწავლე მონაწილეობდა სამოქალაქო განათლების რესპუბლიკურ ოლომპიადის პირველ ტურში, მეორე ტურში გადავიდა ერთი მოსწავლე.
მიმდინარე სასწავლო წელს ჩვენი სკოლაშეირჩა სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორ სკოლად.
მონაწილეობა მივიღეთ გორის ისტორიისა და ეთნოგრაფიის სახლმუზეუმში „გორქალაქობისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე.
სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები KINGS`S -ის და WITS -ის მათემატიკისა და ინგლისურის ოლიმპიადებში. მათგან მოსწავლეთა დიდი ნაწილი გადასულია მეორე ტურში.ასევე მონაწილეობას იღებენ ლონდონის ინგლისური ენის სკოლის ოლიმპიადებში.
მოეწყო სასწავლო ექსკურსიები თითქმის ყველა კლასში.
ახალი სასწავლო წელი დავიწყეთ „ცოდნის დღესასწაულის “ აღნიშვნით, ცოდნის დღესასწაულზე მოხდა გასული სასწავლო წლის შეჯამება და სიახლეების გაცნობა ეროვნულ სასწავლო გეგმაში.დაჯილდოვდნენ წარჩინებული მოსწავლეები. სკოლის ყველა მოსწავლეს დაურიგდა სახელმძღვანელოები, პირველი კლასის მოსწავლეებს კი გადაეცათ პირტატული კომპიუტერებისახელმძღვანელოებთან ერთად.შექმნა საგნობრივი კათედრები, დაინიშნენ კლასის დამრიგებლები.
დაწყებით კლასებში მასწავლებელმალელა გოგინაშვილმაჩაატარა პროექტი-ღონისძიება გაზაფხულის დღესასწაულები, „პურის გზა“, პროექტი „შებრუნებული საკლასო ოთახი“, საახალწლო პროექტი. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი აქციაში „სიკეთე უსარულოა“.ორი პროექტი „ პურის გზა“ და „შებრუნებული საკლასო ოთახი“ დასახელდა კონკურსშიგამარჯვებულპროექტებად.
ორივე პროექტი წარდგენილია მასწავლებელთა სახლის მიერ დადეგმილ კონფერენციაზე.
დაწყებით კლასებში ტარდება გამომეტყველებითი კითხვის, ხატვის, კალიგრაფიის კონკურსები.
სკოლაში სწავლობენ სსსმ საჭიროების მქონე მოსწავლეები, მათთან საგნის მასწავლებელთან ერთად მუშაობს სპეციალური მასწავლებელი. მიმდინარეობს რესურსოთახის კეთილმოწყობა.
სისტემატიურად ტარდება ინტეგრირებული გაკვეთილები, სადაც იყენებენ მოსწავლეთა მიერ შექმნილ სასწავლო რესურსებს.
უფროსი კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენისკონკურსში„ვსწავლობთ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით“.
მოსწავლეთა დიდი ნაწილი ჩართულია სხავადასხვასპორტულ სექციებში, მათ შორის მეხუთე კლასის მოსწავლე გოდერძივარჯიშობს კარატეში, მიმდინარე წელსგახდაგორის ტრადიციული 21-ე ტურნირის, ბათუმის საერთაშორისო ტურნირის და ასევე მსოფლიო მაკაპიადის ჩემპიონი კარატეშიშორის.
საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულს მარიამ მამულაშვილს საჩუქრად გადაეცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან პორტატული კომპიუტერი.
მე-11 კლასისი მოსწავლე თამუნა ბიგანიშვილი იმყოფებოდა ანაკლიაში ,,მომავლის ბანაკში“.
სკოლაში გაიზარდა სერთიფიცირებულ მასწავლებელთა რაოდენობა.
სკოლაში ფუნქციონირებს კვების ბლოკი.
2014 წლის ხარჯები
ხელფასები-138967 ლარი
სამეურნეო და ოფისის ხარჯები- 3502 ლარი
საწვავი შეშა- 3600 ლარი
საკანცელარიო ხარჯები-664 ლარი
ელექტროენერგია- 645 ლარი
მივლინება- 78 ლარი
კომპიუტერული და იურიდიული მომსახურეობა- 2280 ლარი
სხვადასხვა ხარჯები - 760 ლარი
აუდიტი - 150 ლარი
აუქციონი - 100 ლარი
დიზელის საწვავი- 243 ლარი
საფოსტო - 100 ლარი
სულ-15118
სკოლისდირექტორი: ასმათ კურტანიძი