გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №41 |
|
2014 წლის 12 დეკემბერი ქ. გორი |
|
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“, გამგეობის დებულების, ამ დებულების და სხვა მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამსახურის ამოცანას წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი უზრუნველყოს ინფორმაციით გამგეობაში არსებული მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ.
ა) გამგეობის წინაშე არსებული რისკების დადგენასა და მათი მართვის ხარისხის შეფასებას;
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას;
გ) გამგეობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგს;
დ) გამგეობის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას;
ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასებას;
ვ) გამგეობის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასებას;
ზ) მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურეობრივ კონტროლს, ახდენს მოხელეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომის ფაქტების და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენას და შესაბამის რეაგირებას;
თ ) გამგეობის თანამშრომელთა მიერ სამსახურეობრივი გადაცდომის ფაქტებზე შემოწმების ჩატარებას და შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენას.
ი) გამგეობის თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენას და შესაბამის რეაგირებას.
კ) სხვა საქმიანობებს, რომლებიც გამომდინარეობს გამგეობის საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
ლ) საქართველოს კანონით „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ გათვალისწინებული შიდა აუდიტის საქმიანობის განხორციელებას.
ა) სისტემური აუდიტი,
ბ) შესაბამისობის აუდიტი,
გ) ეფექტიანობის აუდიტი,
დ) ფინანსური აუდიტი
ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;
2. შიდა აუდიტი უფლებამოსილია კომპეტენციის ფარგლებში სხვა მოქმედებების განხორციელებისას დაწესებულების სისტემიდან შეუზღუდავად მოითხოვოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), მიიღოს დაწესებულების სისტემის ნებისმიერი თანამშრომელისგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება. აგრეთვე მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;
3. სამსახური ვალდებულია:
ა) დაიცვას წინამდებარე დებულებით დადგენილი მოთხოვნები, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ) შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;
გ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
დ) ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული ან სამსახურებრივი შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“ დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
3. განყოფილებები შედგება განყოფილების უფროსების და მოხელეებისგან, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
4. სამსახურს აქვს ორი განყოფილება:
ა) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის განყოფილება;
ბ) ინსპექტირების განყოფილება;
2. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის განყოფილებებს შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
ზ) გამგებელს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ.
ა) გამგეობის წინაშე არსებული რისკების დადგენას და მათი მართვის ხარისხის შეფასებას;
ბ) შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების შემუშავებას;
გ) შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარებას;
დ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას;
ე) გამგეობის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას;
ვ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასებას;
ზ) გამგეობის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასებას;
თ) ჩატარებული აუდიტორული შემოწმების ანგარიშის შედეგად გამოვლენილი გადახრების აღმოფხვრის და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს;
ი) კომპეტენციის ფარგლებში გამგებლისა და უშუალო ხელმძღვანელების სხვა დავალებების შესრულების უზრუნველყოფას;
ა) მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურეობრივ კონტროლს, მოხელეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენას და შესაბამის რეაგირებას;
ბ ) გამგეობის თანამშრომელთა მიერ სამსახურეობრივი გადაცდომის ფაქტებზე შემოწმების ჩატარებას, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენას და დაწესებულების ხელმძღვანელისთვის წარდგენას;
გ) გამგეობის თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენას და შესაბამის რეაგირებას;
დ) სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობის განხორციელებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში გამგებლისა და უშუალო ხელმძღვანელების სხვა დავალებების შესრულების უზრუნველყოფას.