საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება N2/271 - კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული
სააგენტოს
გენერალური დირექტორი ს
ბრძანება №2/271
2014 წლის 12 დეკემბერი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე
,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს სტრატეგიული საკითხების სექციის 2014 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2014 წლის 8 აპრილის №01 ადმინისტრაციული ხელშეკრულების 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მოეხსნას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი „საყდრისი-ყაჩაღიანის უძველეს ოქროს მაღაროს“.
2. ეთხოვოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, „საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის „ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ“ მოქმედების პერიოდში ისტორიისა და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისათვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 30 მარტის №3/133 ბრძანებაში ცვლილების შეტანა და ბრძანების რიგითი ნომერის „2042 საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღარო“ ბრძანების დანართიდან ამოღება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნების ა და ამ ბრძანების მე-2 პუნქტში მითითებული კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის შესაბამისი აქტის ამოქმედებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა N4 ).
გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე