საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ბრძანება N2/268 - „ქართული მრავალხმიანობისათვის“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/268
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის

დაცვის ეროვნული სააგენტოს” გენერალური დირექტორი

ბრძანება №2/268

 

2014 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ქართული მრავალხმიანობისათვის“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ

 

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2014 წლის 8 აპრილის №1 ადმინისტრაციული ხელშეკრულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

1. მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი „ქართულ მრავალხმიანობას“;

2. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება;

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპირის ქუჩა №4).

 

გენერალური დირექტორი                                                          ნიკოლოზ ანთიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ბრძანება N2/268 - „ქართული მრავალხმიანობისათვის“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ბრძანება N2/268 - „ქართული მრავალხმიანობისათვის“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.12.2014.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ბრძანება N2/268 - „ქართული მრავალხმიანობისათვის“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“?
„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ბრძანება N2/268 - „ქართული მრავალხმიანობისათვის“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“ მიღებულია 09.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. დოკუმენტის ნომერი — №2/268.
სად არის „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ბრძანება N2/268 - „ქართული მრავალხმიანობისათვის“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ბრძანება N2/268 - „ქართული მრავალხმიანობისათვის“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ“, №2/268, 09.12.2014 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2657122/