ქალაქ თბილისის N49 საჯარო სკოლის 2014 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ანგარიში

მოგახსენებთ რომ თბილისის N49 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო 2014 წლის 15 სექტემბერს. სასწავლო წლის დასაწყისსში სკოლაში ირიცხებოდა 390 მოსწავლე, მოსწავლეთა მცირე ნაწილი ვერაზე ცხოვრობს, უმრავლესობა სხვადასხვა რეგიონიდანაა ჩამოსული, რომელთა ოჯახებიც დროებით, ნაქირავებ ბინებში ცხოვრობენ, ნაწილი კი დედაქალაქის სხვადასხვა რაიონის მაცხოვრებელია, ორი მოსწავლე სხვა ქვეყნის მოქალაქეა.

48 ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიაშია რეგისტრირებული, 15 ოჯახი მრავალშვილიანია, 6 დევნილთა ოჯახია, 24 მოსწავლე ობოლია. სკოლაში მუშაობს 33 მასწავლეებლი, მათ შორის 2 მამაკაცი, ამჟამად ერთი პედაგოგი იმყოფება დეკრეტულ შვებულებაში. 2 სსსმ მასწავლებელი, დირექცია-3 : დირექტორი, დირექტორის მაოდგილე, ბუღალტერი.

ადმინისტრაცია-4: მნე, საქმისმწარმოებელი, საინფორმაციო მენეჯერი, ბიბლიოთეკარი, ერთი emis-ის მომსახურე პერსონალი, ტექპერსონალი-7: დარაჯი, დამლაგებელი, მუშა, ელექტრიკი. განათლების მხიედვით თანამშრომელთა შემადგენლობა: დოქტორი-4, მაგისტრი-23, ბაკალავრი-5, ტექნიკური განათლება-1, სერტიფივირებულია 18 პედაგოგი.

22 მასწაველბელი 50 წლამდე ასაკისაა, 60 წელზე მეტი ასაკის -6.

 მოსწავლეთა რაოდენობა:

დაწყებითი საფეხური - 147 მოსწავლე;

საბაზო საფეხური-75 მოსწავლე;

საშუალო საფეხური-168 მოსწავლე;

ამჟამად სკოლსში ირიცხება 380 მოსწავლე, სკოლის ფართობი 1502.4 კვ.მ-ია. სკოლის პედაგოგიური კოლექტივი მობილიზებულად შეუდგა სასწავლო პროცესის წარმართვას. სწავლის დაწყებამდე შეირჩა შესაბამისი სახელმძღვანელოები, რომელთა ნუსხა დროულად გადაეგზავნა ძველი თბილისის არიონის საგანმანათლებლო რესურცენტრს, აირჩა კათედრის გამგეები, რომლებმაც დროულად და სწორად გაანაწილეს საათები და დაისახეს სამომავლო მუშაობის გეგმა. სკოლაში მოქმედებს 2011 წელს დამტკიცებული შინაგანაწესი და სკოლის წესდება. სადღეისოდ დამტკიცებულია სკოლის ახალი, შემუშავებული შინაგანაწესი და წესდება.

მოგეხსენებათ, რომ დირექტორი სკოლაში არის ორგანიზატორი და პედაგოგიური კოლექტივის დამრაზმავი ფიგურა,რომელზედაც დამოკიდებულია, როგორც ამ მნიშვნელოვანი დაწესებულების ფუნქციონირების უზრუნველყოფა,ასევე პედაგოგიური კადრების მართვა და მუშაობის კვალიფიციური დონის ყოველდღიური ამაღლება. სკოლის დირექტორმა,პირველ რიგში, უნდა გააცნობიეროს ის პასუხისმგებლობა,რაც მას ეკისრება ქვეყნის,განათლების სისტემისა და აღსაზრდელთა წინაშე.მისთვის მთავარი ორიენტირი ბავშვი,მოწაფე უნდა იყოს. ვფიქრობ, ამ პრიორიტეტებით ხელმძღვანელობამ დირექტორად მუშაობისას განაპირობა ჩემი წარმატება,როგორც ხელმძღვანელი მუშაკის. მე ძალიან მიყვარს ბავშვები, სკოლა და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი კარგი რამის გაკეთებას შევძლებ მათთვის,რათა მათ შეუქმნა კომფორტული სასწავლო გარემო და სკოლა ვაქციო ჭეშმარიტად მეორე სახლად.

ნებისმიერი ორგანიზაციის სრულფასოვანი და უწყვეტი განვითარებისათვის საჭიროა, ხელმძღვანელს კარგად ჰქონდეს გააზრებული ორგანიზაციის ხედვა, მისია, განვითარების სტრატეგიული/ გრძელვადიანი მიზნები და მათი მიღწევის გზები. ხედვა არის სკოლის საუკეთესო, იდეალური მომავლის სურათი.ეს არის განაცხადი განსახორციელებელი ოცნებების შესახებ.ხედვა უნდა ჩამოყალიბდეს, განიმარტოს, გაზიარებულ და მიღებული იქნეს ყველა იმ პირის მიერ, ვინც პასუხისმგებელია მის განხორციელებაზე. სკოლა ხედვისა და მისიის შესასრულებლად ისახავს შემდეგ მიზნებს: ხარისხზე და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო აგრემოს შექმნას, კვალიფიციური და უწყვეტი პროფესიული ზრდისთვის ხელშემწობ პირობებს.

გავაკეთებ გარემოს ანალიზს-swot ანალიზს,განვსაზღვრავ პრობლემებს,გავაკეთებ კლასიფიკაციას და შევიმუშავებ გადაჭრის გზებს.სტრატეგიული მიზნების განსაზღვრა , მათი ანალიზი, პრიორიტეტების გამოყოფა, შეუძლებელია ერთიანი მიზნის ქვეშ მყოფი თანამოაზრეების გარეშე,რომელთაც გათვიცნობიერებული აქვთ თავიანთი პასუხისმგებლობა.

ქ.თბილისის N49 საჯარო სკოლის მისიაა აღზარდოს თავისუფალი, ეროვნული, ზოგადსაკოცობრიო ღირებულებების მქონდე პიროვნება, რომელსაც ექნება განვითარებული გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, დემოკრატულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება და პასუხისმგებლობა ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე.

ამ მიზნების მისაღწევად სკოლამ შექმნა და ქმნის მისთვის, აღზრდის, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, შეფსებისა და თვითშეფასების თანამედროვე სისტემებს.

ხ ე დ ვ ა

სსიპ ქალაქ თბილისის N49 საჯარო სკოლის ხდვაა შექმნას საზოგადოების მონაწილეობით დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული გამჭვირვალე, უსაფრთხო წამახალისებელი სასწავლო აგრემო და მისცეს მოსწავლე-ახალგაზრდებს საშუალება მიიღოს თანადროული და თანამედროვე განათლება და მოახდინოს მათი შესაძლებლობების სრული გამოვლენა და ინტეგრაცია მსოფლიო საზოგადოებაში თანამდეროვე მოთხოვნების შესაბამისად.

მ ი ს ი ა

მოსწავლეებს ჩამოუყალიბოთ და განუვითაროთ მარალი სააზროვნო უნარ-ჩვევები, შეუქმნათ პირობები ხარისხიანი, თანადროული განათლების მისაღებად, რათა მათ მაქსიმალურად შეძლონ საკუთარი პოტენციალის გამოყენება და წარმატებების მიღწევა. შევქმნათ სკოლაში ისეთი, რომელშიც დამკვიდრებული იქნება დემოკრატიულ ღირებულებებზე, ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობითი ურთიერთობები.

ჩემთვის, როგორც საჯარო სკოლის დირექტორისთვის მთავარია დავიცვა მეგობრული ურთიერთობა და ვამუშაო გუნდი იმ ნიშნით, რომ მივიყვანო საერთო გადაწყვეტილების სისწორესა და წარმატებაზე. საამისოდ უნდა გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა და სისტემური კონტროლის დაწესებით უნდა მივაღწიოთ ურთიერთთანამშრომლობას საზოგადოების სხვადასხვა ნაწილთან.მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საჯარო და კერძო სკოლისა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან, რათა მოხდეს მოზარდებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის დაინტერესება ქვეყნის მატერიალურ-კულტურული ფასეულობებით. გავმართავთ დისკუსიებს, მოვაწყობთ შეხვედრებს და კონფერენციებს.

ჩვენი სკოლა აქტიურად ჩაება განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ პროექტებში, რომელიც სკოლებში აღმზრდელობითი საქმიანობის გააქტიურებისკენ არის მიმართული და მიზანი მოსწავლე ახალგაზრდობაში ტოლერანტობის, ჰუმანურობის, სხვა მაღალადამიანური თვისებების აღზრდა. ამ პროექტის ფარგლებსი 49-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მოსწავლეთა მშობლების ინიციატივით :თბილისობა 49-ე სკოლაში“, რაც სკოლასა და მშობელს შორის შემდგარი თანამშრომლობის მაგალითია.. სკოლა ესტუმრა წმინდა გაბრილ ბერის სახელობსი მოხუცებულთა სახლს, სადაც ჩაატარეს მოხუცებულთა გასახალისებელი კონცერტი და მიართვეს მოსავლეთა და მასწავლეებლთა მიერ სხვადასხვა პროდუქტებით სავსე „ბარაქის კალათა“. ეს არ იქნება ერთჯერადი სახის აქცია და ჩვენი სკოლა მზად არის იყოს ინიციატორი მსგავსი პროექტებისა.

ახალ ვითარებაში მინდა უპირვეელსად მადლობა გადავუხადო სამეურვეო საბჭოს სრულ შემადგენლობას მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. იმისთვის, რომ მომეცა საშუალება სისრულეში მომეყვენა 2007 წელს დაწყებული სკოლის განვითარების სტრატეგიული გეგმის ხორცშესხმისა და განხორციელების პროექტი.

სკოლის დირექტორი: ეკატერინე ცაავა