ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ დაჩქარებული მომსახურების და ექსკლუზიური მომსახურების გაწევისა და მათზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.12.2014
ძალაში შესვლა 01.01.2015
ძალის დაკარგვა 02.12.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17-52
სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.101.016049
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/12/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,208 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.12.2014 მიღება
01.01.2015 ძალაში შესვლა
02.12.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ დაჩქარებული მომსახურების და ექსკლუზიური მომსახურების გაწევისა და მათზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17-52 2014 წლის 12 დეკემბერი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 79-ე მუხლის მე-4 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების თანდართული წესი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს,,ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2009 წლის 30 ივნისის N 17.01.580 დადგენილება. 3. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი დანართი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო ეს წესი საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” 2009 წლის 24 მარტის საქართველოს მთავრობის 57–ე დადგენილების საფუძველზე, განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის (შემდგომში – საფასური) განაკვეთებს და მათი გადახდის წესს და პირობებს. მუხლი 2🔗. საფასურის ცნება საფასური არის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურებისთვის ამ წესით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. მუხლი 3🔗. საფასურის დაწესება და მისი ოდენობის განსაზღვრა 1. საფასური წესდება და მისი ოდენობა განისაზღვრება ამ წესით. 2. ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით პირდაპირ გაუთვალისწინებელი მომსახურებისათვის საფასურის ოდენობა შეიძლება დადგინდეს შესაბამისი ხელშეკრულებით. 3. საჯარო დაწესებულებები,  გარდა მათი დაფუძნებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა, თავისუფლდებიან ამ წესით დაწესებული საფასურის გადახდისგან. მუხლი 4🔗. დაჩქარებული მომსახურება 1. მომსახურება ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს სამსახურის ქმედებას კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა. 2. სამსახური თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3.  დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე სამსახური მომსახურებას აწარმოებს დაჩქარებული წესით, ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრულ ვადებში.  4. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო აუცილებელია ამ წესით განსაზღვრულ დაჩქარებული მომსახურების ვადაზე მეტი, სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახური ხელმძღვანელობს კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი ვადებით. მუხლი 5🔗. მომსახურების დაჩქარებული ვადები და საფასურის განაკვეთები 1. მშენებლობის ნებართვის გაცემის ზოგადი პროცედურა: ა) I სტადია - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემა - 7 დღეში,  საფასურის განაკვეთი -100 ლარი; 5 დღეში – 300 ლარი; 1 დღეში - 1000 ლარი; ბ) II სტადია – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება 5 დღეში,  საფასურის განაკვეთი – 300 ლარი; 3 დღეში  საფასურის განაკვეთი – 800 ლარი; 2 დღეში  საფასურის განაკვეთი – 1200 ლარი; გ) III სტადია; გ.ა) მშენებლობის ნებართვის გაცემა 1 დღეში,  საფასურის განაკვეთი - 1000 ლარი, 3 დღეში,  საფასურის განაკვეთი - 500 ლარი; გ.ბ) დემონტაჟის ნებართვის გაცემა 1 დღეში,  საფასურის განაკვეთი  - 1000 ლარი; 3 დღეში -  500 ლარი; გ.გ) მშენებლობის ნებართვის გაცემა მცირე სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე: 1 დღეში მ საფასურის განაკვეთი - 1000 ლარი, 3 დღეში მ საფასურის განაკვეთი - 500 ლარი. 2. მიწის ნაკვეთ(ებ)ის საზღვრების დადგენა 1 დღეში,  საფასურის განაკვეთი - 200 ლარი; 7 დღეში – 100 ლარი. 3. “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57–ე დადგენილების 39-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება 1 დღეში,  საფასურის განაკვეთი - 100 ლარი. 4. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბერის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული  ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების  შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესით” გათვალისწინებული მომსახურება 3 დღეში,  საფასურის განაკვეთი – 300 ლარი; 10 დღეში – 100 ლარი. 5. I კლასის შენობა-ნაგებობის/ობიექტის მშენებლობის/მონტაჟის განხორციელების შესაძლებლობის დადასტურება 1 დღეში,  საფასურის განაკვეთი – 200 ლარი. 6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის,  იმ ადმინისტრაციული ორგანოების, რომელთა სამართალმემკვიდრესაც წარმოადგენდა ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურიდა ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გამოცემულ ინიდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ცვლილებისა და დამატების შეტანა 1 დღეში,  საფასურის განაკვეთი  – 500 ლარი; 5 დღეში,  საფასურის განაკვეთი  – 300 ლარი. ამ მომსახურებებზე არ ვრცელდება ამავე დადგენილების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები. 7. დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული რამდენიმე მომსახურებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ერთდროულად შემოტანის შემთხვევაში, ხდება მომსახურების დაჩქარებული ვადებისა და მათზე დაწესებული საფასურის შეკრება.                   8. ამ მუხლით გათვალისწინებული დაჩქარებული მომსახურება და მასზე დაწესებული საფასურის განაკვეთები არ ვრცელდება: ა) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაზე, გარდა პირველი პუნქტის ,,გ.ა.” ქვეპუნქტისა, ,,გ.ბ.” და ,,გ.გ.” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული 3-დღიანი დაჩქარებული მომსახურების, მე-2 და 4 პუნქტებით გათვალისწინებული დაჩქარებული მომსახურებისა; ბ) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაზე, გარდა პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული 5 და 10-დღიანი დაჩქარებული მომსახურებისა, ,,გ.ა.” ქვეპუნქტისა, ,,გ.ბ.” და ,,გ.გ.” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული 3-დღიანი დაჩქარებული მომსახურების, მე-2 და 4 პუნქტებით გათვალისწინებული დაჩქარებული მომსახურებისა; გ) III და IV კლასის შენობა-ნაგებობებზე, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და პირველი პუნქტის ,,ა”, ,,გ.ა.”, ,,გ.ბ.” და ,,გ.გ.” ქვეპუნქტებისა, ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული 5 და 3-დღიანი დაჩქარებული მომსახურების, მე-2 და 4 პუნქტებით გათვალისწინებული დაჩქარებული მომსახურებისა. დ)  ხაზობრივ ნაგებობებზე. ე) საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე. 9. თუ დაინტერესებული პირი სამსახურს არ წარუდგენს საქმის გადასაწყვეტად აუცილებელ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან ინფორმაციას, სამსახური განმცხადებელს განუსაზღვრავს  ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ განმცხადებელი სამსახურის მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში არ  წარმოადგენს დამატებით დოკუმენტაციას ან ინფორმაციას, სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის განუხილველად დატოვების შესახებ. მუხლი 6🔗. დაჩქარებული მომსახურების ვადის გამოთვლა 1. ამ წესით დადგენილ ვადებში არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები. 2. ამ წესით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. 3. სამსახური უფლებამოსილია განმცხადებლის მიერ დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, დაჩქარებული მომსახურების ვადაში ჩათვალოს წარმოების დაწყებიდან გასული ვადა. 4. ამ წესის მე-5 მუხლის მე-9  პუნქტით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, დაწესებული დაჩქარებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება თავიდან. მუხლი 7🔗. საფასურის გადახდის წესი და პირობები 1. სამსახურის დაჩქარებული მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან გადაიხადონ ამ წესით დაწესებული საფასური. 2. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით. 3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნული ვალუტით საბანკო დაწესებულებაში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით. 5. საფასური ჩაირიცხება სამსახურის ანგარიშზე. მუხლი 8🔗. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება 1. თუ საფასური გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ წესით დადგენილ განაკვეთს შორის. 2. გადახდილი საფასური მთლიანად ბრუნდება, თუ: ა) სამსახური კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს მომსახურების განხორციელებაზე; ბ) დაინტერესებული პირი მომსახურების დაწყებამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე; გ) სამსახურმა მომსახურება არ განახორციელა ამ წესით დადგენილ ვადებში. დ) დაინტერესებული პირის კონკრეტულ მომსახურებაზე პირველი მომართვისას, სამსახურის გადაწყვეტილება იქნება უარყოფითი. 3. თუ დაინტერესებული პირი ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამისად მოთხოვნილ ვადაში და სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს ნაკლებ საფასურს, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის. 4. ამ წესის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ, განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ სამსახურის გადაწყვეტილების შემთხვევაში განმცხადებელს  გადახდილი საფასური უკან არ დაუბრუნდება. 5. გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნება ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა ერთვოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.