თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის
ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
ინფორმაციის თავისუფლების შესახებ დებულებების
შესრულების თაობაზე
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 18 განცხადება.
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე შენიშვნა და შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ დაფიქსირებულა.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირია გამგეობის იურიდიული სამსახურის წამყვანი სპეციალისტის დროებით მ/შემსრულებელი ლეილა გილაძე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად მიმდინარე წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული 16 მოთხოვნა იქნა დაკმაყოფილებული.
ესენია:
1. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ს ზუგდიდის რეგიონული წარმომადგენლობის მოთხოვნა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა და საჯარო მოხელეთა განთავისუფლების გამო გაცემულ თანხათა რაოდენობის შესახებ.
2. ქ.თბილისის არჩილ ჯანაშვილის სახელობის ზოოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული ცენტრის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოთხოვნა ადმინისტრაციული ერთეულების ჩამონათვალის, წარმომადგენელთა შესახებ ინფორმაციის, ველური ბუნების ობიექტების მიმართ არსებული პრობლემატური მდგომარეობის და მათი პოპულაციების სავარაუდო რიცხოვანების შესახებ.
3. მოქალაქე მაკა მოსიაშვილის მოთხოვნა საშტატო განრიგის გადაცემის შესახებ.
4. მოქალაქე ნინო პოპიაშვილის მოთხოვნა 2014 წლის 1 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან განთავისუფლებულ და ამავე პერიოდში თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალტეტის გამგეობაში დასაქმებულ პირთა შესახებ.
5. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ს ზუგდიდის რეგიონული წარმომადგენლობის მოთხოვნა გამგეობაში დასაქმებულ პირთა შესახებ ინფორმაციის გაცემის თაობაზე.
7. ,,საქართველოს სათემო კავშირის“ მოთხოვნა ქ.თელავსა და თელავის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებს შორის მანძილის შესახებ ინფორმაციის გაცემის შესახებ.
9. ,,საქართველოს სათემო კავშირის“ მოთხოვნა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავალშვილიანი ოჯახების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცემის თაობაზე.
10. გაზეთ ,,რეზონანსის“ მოთხოვნა თელავის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 6 თვის შესრულების ანგარიშის შესახებ ინფორმაციის გაცემის თაობაზე.
11. ,,საინფორმაციო ცენტრ 16100“-ის მოთხოვნა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა მონაცემების შესახებ.
12. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“-ს ზუგდიდის რეგიონული წარმომადგენლობის მოთხოვნა ლიკვიდირებული თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულ პირთა შესახებ 2014 წლის 1 ივნისის მდგომარეობით.
13. მოქალაქე ნინო პოპიაშვილის მოთხოვნა გამგეობაში დასაქმებულ პირთა შესახებ 2014 წლის 1 ივლისიდან 1 ოქტომბრამდე.
14. მოქალაქე ნინო პოპიაშვილის მოთხოვნა გამგეობიდან განთავისუფლებულ პირთა შესახებ 2014 წლის 1 ივლისიდან 1 ოქტომბრამდე.
15. მოქალაქე ნინო პოპიაშვილის მოთხოვნა გამგეობაში დაწინაურებულ თანამშრომელთა შესახებ 2014 წლის 1 ივლისიდან 1 ოქტომბრამდე.
16. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მცხოვრებთა მოთხოვნა სოფელ კურდღელაურის სასმელი წყლის მიწოდებაზე და წყლის სისტემის მოვლა-შეკეთებაზე პასუხისმგებელი პირების შესახებ.
17. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალტეტის საკრებულოს დეპუტატის მერაბ ხიზანიშვილის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულ თანამშრომელთა შესახებ.
18. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ზაქარია გრიშიკაშვილის მოთხოვნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2013-2014 წლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ.
ორ მოთხოვნას ეთქვა უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, მოთხოვნილი ინფორმაციის ს.ს.ი.პ. საქართველოს ეროვნული არქივის თელავის ტერიტორიულ ორგანოში გადაგზავნის გამო.
ესენია:
1. ,,GRRC-საქართველოს“-ს მოთხოვნა 2004-2012 წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახარჯული თანხების შესახებ.
2. საინფორმაციო ცენტრების ქსელის მოთხოვნა ელენე ბერძენიშვილის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ.
გამგებელი: ალექსანდრე შათირიშვილი