ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე რეაგირების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2202
2014 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე რეაგირების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე რეაგირებისა და ებოლას დაავადების გლობალური საფრთხის შემცირების მიზნით, შეიქმნას ებოლას დაავადების შემთხვევებზე რეაგირების სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;
გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;
ე) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;
ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;
ზ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;
თ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;
ი) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;
კ) აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კომისიის წევრი;
ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი, კომისიის წევრი;
მ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
ნ) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი, კომისიის წევრი.
2. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, შეასრულოს კომისიის სამდივნოს ფუნქცია.
3. კომისიამ უზრუნველყოს:
ა) ებოლას დაავადების გლობალური საფრთხის შემცირებისათვის პრევენციული და სხვა საჭირო ღონისძიებების გატარება;
ბ) ებოლას დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, მასზე ოპერატიული რეაგირების აუცილებელი ღონისძიებების გატარება;
გ) უმოკლეს ვადაში ებოლას ვირუსით გამოწვეულიდაავადების პროფილაქტიკის და მზადყოფნის (ინფრასტრუქტურის მოწყობა, დაავადების გამოვლენის საშუალებების, მედიკამენტების, სახარჯი მასალისა და პერსონალური დამცავი საშუალებების შესყიდვა, წვრთნა) მიზნით, საჭირო ღონისძიებების გეგმის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;
დ) კომისიის მუშაობის ფორმატის განსაზღვრა.
4.ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადების პროფილაქტიკისა და მზადყოფნის, ასევე, დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, მასზე ოპერატიული რეაგირების აუცილებელი ღონისძიებების საჭირო ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, რისთვისაც კომისიის გადაწყვეტილება საჭირო ფინანსური რესურსის გამოყოფის მიზნით, წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი