„საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის (ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი)“ დაფინანსების ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და გ. კაკაურიძისა და დ. ლეჟავას მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2212
2014 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის (ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი)“ დაფინანსების ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და გ. კაკაურიძისა და დ. ლეჟავას მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ
1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 და მე-2 პუნქტების, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს 2014 წლის 21 ნოემბერს ხელმოწერილი „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის (ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი)“ დაფინანსების ხელშეკრულება.
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ხელშეკრულებაზე საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და დავით ლეჟავა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი