საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2119
2014 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოსათვის მინიჭებული საერთაშორისო სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებისა და უცხოელ ინვესტორებს შორის საქართველოს ცნობადობის გაზრდის ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობის კანცელარიასა და კომპანია „Lazard Freres“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიას გამოუყოს 524 446 (ხუთას ოცდაოთხი ათას ოთხას ორმოცდაექვსი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი