საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1379
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 13/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1379

2012 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოს 11 610 000 (თერთმეტი მილიონ ექვსას ათი ათასი) ლარი და 590 000 (ხუთას ოთხმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, კერძოდ:

ა) 6 110 000 (ექვსი მილიონ ას ათი ათასი) ლარი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის, მათ შორის:

ა.ა) 6 000 000 (ექვსი მილიონი) ლარი – რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებელი ჩატარებისათვის;

ა.ბ) 110 000 (ას ათი ათასი) ლარი – შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ კაპიტალის გასაზრდელად, კომპანიის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის;

ბ) 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი – საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის საქართველოს რეგიონებში მთავრობის სხდომების ჩატარების, სხვა მაღალი რანგის ოფიციალური ღონისძიებებისა და შეუფერხებელი ფუნ­­ქ­ციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით;

გ) 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულე­ბისათვის და საგანმანათლებლო რესურსცენტრებისათვის ინტერნეტის უწყვეტ რეჟიმში მიწოდების მიზნით;

დ) 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი – სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლი­სათვის მეორე არხის საპარლამენტო მაუწყებლობის აღჭურვის პრო­ექტის ფარგლებში ბიუჯეტის მიმართ წარმოქმნილი საგადა­სახადო ვალდე­ბუ­ლებების დაფარვის მიზნით;

ე) 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის სამსახურის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და შეუფერ­ხებე­ლი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით;

ვ) 590 000 (ხუთას ოთხმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი – სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსათვის სარეკლამო კომპანია „M&C SAATCHI (UK) LIMITED“‑ის მიერ დამატებითი სარეკლამო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების დაფარვის მიზნით.

 

პრემიერ-მინისტრი                      ივანე მერაბიშვილი