არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - საერთაშორისო ასოციაცია ქალი და ბიზნესისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

მიღების თარიღი 10.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2237
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018196
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/12/2014
matsne.gov.ge 439 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სს „საპარტნიორო ფონდისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღნაგობისა და თხოვების უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 83% 15.04.2016 ა(ა)იპ − ზევსისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 82% 08.01.2016 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის, „კახეთი-იონისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 81% 10.12.2014 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 81% 19.10.2016 შპს „სინემა 13“-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 80% 07.10.2016

დოკუმენტის ტექსტი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - საერთაშორისო ასოციაცია ქალი და ბიზნესისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;} span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №2237 2014 წლის 10 დეკემბერი ქ. თბილისი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის  – საერთაშორისო ასოციაცია ქალი და ბიზნესისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ ა(ა)იპ – საერთაშორისო ასოციაცია ქალი და ბიზნესს (ს/კ №203845713) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) წლის ვადით, გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, არბოს ქუჩაზე, „ა“ კორპუსში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებული 259,22 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.12.08.003.005.01.503). 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლების გადაცემის პირობად განისაზღვროს: ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე 31 400 (ოცდათერთმეტი ათას ოთხასი) ევროს ეკვივალენტი ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების განხორციელება ყოფილი პატიმარი ქალებისათვის თავშესაფრის მოწყობის მიზნით, 2015 წლის 1 იანვრამდე; ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების გამოყენება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თავშესაფრის ფუნქციონირების მიზნით, 2015 წლის 1 იანვრიდან შესაბამისი უზუფრუქტის ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში; გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თავშესაფარში ყოველ  6 (ექვსი) თვეში ერთხელ, 6 (ექვსი) თვის ვადით, 12 (თორმეტი) ყოფილი პატიმარი ქალის განთავსება და მათი პროფესიული მომზადება რეინტეგრაციისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. 3. ამ განკარგულების მე-4 პუნქტის საფუძველზე გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება შესაძლოა მესაკუთრის მიერ ცალმხრივად შეწყდეს უზუფრუქტუარისათვის წინასწარი 1 (ერთი) თვიანი ვადის დაცვით გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე. 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრი                                                      ირაკლი ღარიბაშვილი