საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2245
2014 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ცენტრსა და შპს „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას“ (GIZ) შორის 2014 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული ადგილობრივი საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, განახორციელოს ტრენინგების ორგანიზებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი