ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2248
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018168
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2248

2014 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუ დულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №47 განკარგულების საფუძველზე , ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი 3 25 000 (სამას ოცდახუთი ათასი) ლარიდან აუთვისებელი 154 368 (ას ორმოცდათოთხმეტი ათას სამას სამოცდარვა) ლარის ფარგლებში , უზრუნველყოს 2014 წლის განმავლობაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების (მათ შორის, საცალფეხო), ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, სანიაღვრე არხების (მათ შორის, წყალგამტარი მილებისა და მილხიდების), საცხოვრებელი სახლების სახურავების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენისათვის საჭირო სამუშაოებისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა,გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                               ი . ღარიბაშვილი