ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1360
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019464
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1360

2015 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სამუშაოების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, შარტავას ქ. №7), მე-2 სართულზე მდებარე №11 ოთახისათვის განკუთვნილი შენობის დასრულების სამუშაოების, გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობების, კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების, ავეჯის, ქსოვილის ნივთებისა და საოჯახო ტექნიკის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სამსახურის არასაბიუჯეტო სახსრებით, 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი)ლარის ფარგლებში.

 

პრემიერ-მინისტრი                                             ირაკლი ღარიბაშვილი