„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №314 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2254
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018149
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2254

2014 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“  საქართველოს  მთავრობის  2014  წლის 20 თებერვლის №314 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №314 განკარგულებაში  შეტანილ იქნეს ცვლილება და  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქ. თბილისში,  მიმდინარე წლის 26-28 მარტს, საერთაშორისო კონფერენციის „ეკონომიკური  ინტეგრაცია ევროკავშირთან - პერსპექტივები და შესაძლებლობები“ მაღალ დონეზე ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების  დაფინანსების მიზნით, ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან,  გამოყოფილ  იქნეს  201 113 (ორას ერთი ათას ას ცამეტი) ლარი.“.

პრემიერ- მინისტრი                                        ი. ღარიბაშვილი