საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.12.2014 ბოლო ცვლილება 01.04.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2892-Iს
სარეგისტრაციო კოდი
040000000.05.001.017559
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1191მუხლი:

„მუხლი 11911. მარტოხელა მშობელი

1. მარტოხელა მშობელი არის ამ მუხლით გათვალისწინებული მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი.

2. მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.

3. მარტოხელა მამა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის დედის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.

4. მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველია ამ სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა ან შვილის (შვილად აყვანილი პირის) მიერ 18 წლის ასაკის მიღწევა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს მარტოხელა მშობლის სტატუსის ქონას.

5. მარტოხელა მშობლის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

6. მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1507 მუხლი:

„მუხლი 15072. მარტოხელა მშობლის სტატუსის მოპოვების უფლების გავრცელება ამ კოდექსის 1191მუხლის ამოქმედებამდე წარმოქმნილ ურთიერთობებზე

ამ კოდექსის 11911 მუხლით გათვალისწინებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მოპოვების უფლება ვრცელდება 1996 წლის 18 აპრილიდან 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოქმნილ ურთიერთობებზედაც, კერძოდ, ისეთ შემთხვევებზე, როდესაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი დედისგან შობილი ბავშვის მამის გვარად მიეთითებოდა დედის გვარი, ხოლო მამის სახელი იწერებოდა დედის მითითებით.“.

მუხლი 2. საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ მარტოხელა მშობლის სტატუსის  დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცება.

მუხლი 3

 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2015 წლის 15 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

11 დეკემბერი 2014 წ.

N2892-Iს