სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს 2014 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს 2014 წლის ანგარიში

სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ში

ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ

2014 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 48 განცხადება. აქედან, საჯარო ინფორმაცია მოთხოვნის შესაბამისად გაიცა 44 განაცხადზე, 1 განცხადება დამუშავების პროცესშია, ხოლო უარი ეთქვა 2 განაცხადს და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 1 განცხადება. ამ შემთხვევაში ორგანიზაცია გადაწყვეტილების მიღებისას ეყრდნობოდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილებას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ რის თანახმადაც მოთხოვნილი ინფორმაცია იყო საიდუმლო ინფორმაციის შემცველი.

აღნიშნულ საკითხებზე ყველა გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს გენერალური დირექტორის მიერ.

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ში ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.

მოთხოვნილი პერსონალური მონაცემების გაცემა, ხორციელდებოდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული დებულებების დაცვით.

საჯარო ინფორმაციის დამუშავების, გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, გასაჩივრებასთან დაკავშირებით არ წარმოშობილა ხარჯები.

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს პერსონალის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

გენერალური დირექტორი: უჩა ძოძუაშვილი