ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის

ა ნ გ ა რ ი შ ი

(2014 წლის 2 აგვისტოდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე)

1. 2014 წლის 2 აგვისტოდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსულია სულ 35 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე, ორგანიზაცია-დაწესებულებების მიერ - 26 განცხადება, მოქალაქეების მიერ - 9 განცხადება, აქედან:

ა) დაკმაყოფილდა 27 მოთხოვნა;

ბ) მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ იქნა 3 გადაწყვეტილება;

გ) მოთხოვნაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ მიღებულ იქნა 5 გადაწყვეტილება;

2. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.

3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი არის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი - ხათუნა სურგულაძე.

4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი.

5. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადმინისტრაციული სამსახური დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. სამსახურში დაცულია პერსონალური მონაცემები მატერიალური სახით.

6. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციას, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსი“ს და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს.

7. საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე უარის თქმა, ქვემოთ მოყვანილ შემთხვევებში, ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს:

ა) განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაცული არ იყო;

ბ) განცხადებაში მოთხოვნილი ინფორმაცია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, შეიცავდა სხვა პირთა პერსონალურ მონაცემებს და სახეზე არ იყო ამავე კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მათი გაცემის არცერთი საფუძველი;

8. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

9. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონდა გამგეობის მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი: მერაბ ჭანუყვაძე