საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახალხო დამცველის

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“

49-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიში

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის

უზრუნველყოფის შესახებ

 

ა)  საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებების საერთო რაოდენობა- 61 განცხადება. არ დაკმაყოფილდა - 16 ( მათ შორის: 14 განცხადების შემთხვევაში - ინფორმაცია არ არის დაცული დაწესებულებაში; 2 განცხადების შემთხვევაში - არ დგინდება მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსი).

ბ) საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა დაწესებულებაში შემოსული არ არის.

გ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობა:

1. სალომე ვარდიაშვილი – მოქალაქეთა მიღების დეპარტამენტის უფროსი. 

გადაწყვეტილებათა საერთო რაოდენობა -32 ( მათ შორის: დაკმაყოფილების შესახებ -21,   დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ -11).

2. მაია მხატვრიშვილი – საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის  უფროსის მოადგილე.

გადაწყვეტილებათა საერთო რაოდენობა - 04  (მათ შორის: დაკმაყოფილების შესახებ -04 ).

3. ილია ჭანტურაია  – საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის  უფროსი.

გადაწყვეტილებათა რაოდენობა - 25  ( მათ შორის: დაკმაყოფილების შესახებ - 20;  დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ - 05).

დ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და პერსონალური მონაცემების დამუშავება:

 

1. საჯარო მონაცემთა ბაზა იწარმოება 2011 წლის აგვისტოდან;

2. 2013 წლის 01 აპრილიდან დაინერგა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამა;

3. 2014 წლის იანვრიდან - ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამა (იმყოფება დანერგვის სტადიაზე);

ე) საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნათა დარღვევის ფაქტები გამოვლენილი არ არის;

ვ) საკანონმდებლო აქტები, რომლებსაც დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას - „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, საქართველოს სახალხო დამცველის 2009 წლის 30 ოქტომბრის #45 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სამსახურებრივი ინსტრუქცია“;

ზ) დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, ასეთის არარსებობის გამო.

 

უჩა ნანუაშვილი