რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს   ანგარიში

2014 წლის განმავლობაში რუსთავის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მოქალაქეთაგან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ადვოკატთაგან შემოვიდა 19 განცახდება, საიდანაც დაკმაყოფილდა 17 განცხადება, 2 განცხადებას დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, მათ შორის ერთი საჩივარი დაკმაყოფილდა და გაცემული იქნა საჯარო ინფორმაცია. 5 შემთხვევაში საქმე შეიცავდა მხარეების პერსონალურ მონაცემებს და საჭირო იყო სასამართლოს ადმინისტრაციული პერსონალის ძირითადი რესურსების მობილიზება. დანარჩენ - 14 შემთხვევაში განმცხადებლები ითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების განხილვის შედეგებს, მიღებული გადაწყვეტილებების ასლებს, განხილული საქმეების რაოდენობას, სასამართლო პროცესების განრიგს, სასამართლო პროცესების ვიდეო და ფოტო გადაღების სტატისტიკურ მონაცემს, სხვადასხვა სახის საქმეთა სასამართლოს წარმოებაში არსებობის შესახებ, ასევე ინფორმაციას სასამართლო მასალების, აქტების ქსეროასლებს სხვადასხვა კატეგორიის დავებზე, სტატისტიკურ მონაცემს, სასამართლოში შემოსულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ შუამდგომლობათა რაოდენობის, დაკმაყოფილებისა და დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.  

 

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ყველა განცხადებაზე პასუხების გაცემა მოხდა წერილობითი სახით.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემას ახდენდნენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები – სასამართლოს მენეჯერი, კანცელარიის უფროსი ან კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღების განყოფილების სპეციალისტი.

 

სასამართლოში საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა არ მომხდარა და შესაბამისად, დისციპლინური სახდელი არავის დადებია.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ-ვებგვერდიcourts.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებული.

 

თავმჯდომარე                             მამია ფხაკაძე