საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებ ა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ს ანგარიში
2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 97 წერილი.
აღნიშნული მოთხოვნებიდან დეპარტამენტის მიერ სრულად დაკმაყოფილდა 89, ხოლო ნაწილობრივ - 2, ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაცია დეპარტამენტ ის კომპეტენციას სცილდებოდა.არ დაკმაყოფილდა 4 მოთხოვნა , რადგან წერილში დასმული საკითხები შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს (უარის თქმის საფუძველი - ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27¹ მუხლის მე-2 პუნქტისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტი (პერსონალური მონაცემების დაცვა)). 2 - მიმდინარე წერილია.
გაცემულ საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით,დეპარტამენტში განცხადება არ დარეგისტრირებულა. ასევე,დეპარტამენტში საჩივარი არ შემოსულა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. შესაბამისად, გასაჩივრებასთან დაკავშირებით არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან,ადგილი არ ჰქონია მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას დეპარტამენტში საჯარო მოსამსახურეთა მიერ სზაკ–ის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხსიმგებელ პირებზე დისციპლინური დარღვევის სახდელის დადების ფაქტს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტ ს არ გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს. ფუნქციონირებს მხოლოდ ელექტრონული კანცელარია, სადაც თავს იყრის ყველა სახის კორესპონდენცია, მათ შორის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებებიც. დეპარტამენტს არ გააჩნია ცალკე საჯარო მონაცემთა ბაზა. თუმცა, დეპარტამენტის განახლებულ ვებ-გვერდზე, ყოველკვარტალურად ქვეყნდება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული ყველა განცხადების მოკლე ანოტაცია მარტივი ელექტრონული რეესტრის სახით.
ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, საჯარო ინფორმაციის გაცემისას დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
განცხადებებზე პასუხი მოამზადა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა,საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აპარატის უფროსმა დეა ქვრივიშვილმა.
ს. იობიძე